რონსერო:„აზარმა „ჩელსის“ ეპოქა გაგვახსენა“
ტომას რონსერომ ედენ აზარს ხოტბა შეასხა.
„ეს იყო აზარი, რომელმაც „ჩელსიში“ თამაშის დრო გაგვახსენა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბელგიელი ათამაშდეს. ზიდანის გუნდს შეტევაში უჭირს, აქედან გამომდინარე, ედენის როლი დიდია.“
„ვფიქრობ, „ბლანკოსს“ შეუძლია მომატება. გუნდი უფრო ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობდა.“
„წინ ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩია. ვფიქრობ, „რეალს“ ახლა ყველაზე რთული მეტოქე ჰყავს. დიახ, „შახტარმა“ მადრიდულ გუნდს მოიგო, „გლადბახი“ კი 3 ქულასთან ახლოს იყო, მაგრამ ანტონიო კონტეს „ინტერი“ ორივე ხსენებულ კოლექტივზე ძლიერად მიმაჩნია.“
- 31 ოქტომბერი 2020
- 1 354
- 5