ვალვერდე:„„რეალმა“ გაუმჯობესებული ფეხბურთი ითამაშა.“
ფედერიკო ვალვერდემ „უესკას“ ლამაზი გოლი გაუტანა და მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთანაც ისაუბრა.
„ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ ხანდახან ყველაფერი კარგად არ გამოდის. დღეს თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გეგმა 100%-ით შესრულებულია. დიახ, მე გავიტანე და ეს სასიხარულოა, თუმცა ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა, გუნდური ინტერესია.“
„ზიდანს დიდ მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ შესაძლებლობას მაძლევს. დიახ, ძალიან დიდი გამოწვევაა „ბლანკოსის“ ძირითად შემადგენლობაში ყოფნა. მზად ვარ, კიდევ უფრო მოვუმატო და კლუბისთვის ძვირფასი ფიგურა გავხდე.“
- 31 ოქტომბერი 2020
- 815
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.