ჟოზე მაურინიოს ინტერვიუ

მისი ოცნება გახდეს „მადრიდის რეალის“ მწვრთნელი ახდა. „თეთრებს“ ეს 8 მლნ. დაუჯდათ. გთავაზობთ მაურინიოს ინტერვიუს, რომელიც მან AS-ს მისცა.

რა სტილის ფეხბურთის თამაშს აპირებთ „მადრიდის რეალში“?

ეს დაბალანსირებული კლუბი ქინება. კლუბს, რომელიც თამაშობს ტიტულების მოსაგებად, უნდა ესმოდეს მისი ძლიერი და სუსტი მხარეები და ითამაშოს, როგორც ერთმა მთლიანმა. კლუბმა, რომელსაც ტიტულების მოგება სურს, უნდა მოიგოს თამაშები, ხოლო თუ მას მოგება სურს, მაშინ კარგად უნდა ითამაშოს. ჩვენ ჩვენი სათამაშო სტილი გვექნება და არავის მიბაძვას არ ვაპირებთ. ამ სტილს თიტოეული ჩვენგანი ერთად შევქმნით: ფეხბურთელები და მე. ამისთვის კი ბევრი უნდა ვიმუშაოთ. წინასასეზონო მომზადება ძალიან განსხვავებული იქნება, ვინაიდან ის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან სულ რამდენიმე ხანში დაიწყება. მიუხედავად ამისა, პირველი ოფიციალური შეხვედრისთვის კარგ ფორმაში უნდა ვიყოთ.

უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება თუ რა სათამაშო ფორმატს მიანიჭებთ უპირატესობას: 4-3-3, 4-4-2, 4-5-1..?

მე 4 მცველით თამაში მიყვარს, მაგრამ ჩემ კლუბს სამი მცველითაც შეეძლება თამაში. ბევრი თამაში მომიგია სამი მცველით, „ჩელსიში“ ამ ფორმატით 5 თამაში მოვიგე, „ინტერში“ კი სამი. მოედნის ცენტრში შეგვიძია რომბისებური ან სამკუთხა განლაგება გამოვიყენოთ. თუ მშვიდი თამაშია, მაშინ სამი თავდამსხმელის გამოყვანაც შეიძლება.

რას ფიქრობთ, როგორ შეეწყობით თქვენ და ხორხე ვალდანო ერთმანეთს?

ვფიქრობ, რომ კარგად შევეწყობით. ეჭვი არ მეპარება, რომ ერთად ბევრ კარგ რამეს გავაკეთებთ კლუბისთვის. ის მწვრთნელი იყო, ასე რომ არამგონია გაუგებრობა ჩამოვარდეს ჩვენს შორის. მე ვიცი, რომ ნებისმიერის ავტონომიას პატივი უნდა ვცე. დარწმუნებული ვარ სპორტულ დირექტორი შეიძლება გასახდელშიც ჩავიდეს ფეხბურთელებთან დასალაპარაკებლად. ასევე შეიძლება ვისაუბროთ ახალ შენაძენებზე. მე , როცა „ინტერში“ ვმუშაობდი მსურდა კარვალიოს ყიდვა, მაგრამ ბრანკამ ლუსიო ამჯობინა, ამ ტრანსფერმა კი ძალიან გაამართლა. მწვრთნელი უკეთესად მუშაობს, როცა ყველა ქვედანაყოფი კარგად ფუნქციონირებს.

რა გეგმები გაქვთ გუტისა და რაულთან მიმართებაში?

ვეტერანები იმსახურებენ პატივისცემას და ბედნიერებას. მათ შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები იმ კლუბში თამაშით, სადაც დიდი ხნის განმავლობაში გამოდიოდნენ და იმ ახალი როლით, რომელიც მათ მოცემულ ეტაპზე ამ კლუბში დაეკისრებათ.

გქონიათ თუ არა ანლოგიურ რამესთან შეხება სხვა კლუბებში?

მატერაცი იმ ერთი წუთითაც ბედნიერი იყო, რომელიც მან მოედანზე გაატარა ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშისას , ანალოგიური მდგომარეობა იყო კორდობასთან მიმართებაშიც. არცერთ ფეხბურთელთან ამის გამო პრობლემებია რ შემქმნია, ვინაიდან ისინი ამას რებულობდნენ. ერთხელ მე „ბოლტონში“ შევხვდი ფერნანდო იეროს, ის იქ ბედნიერი იყო. ისეთები, როგორიც მალდინი და ძანეტია, ძალიან ცოტაა... ფეხბურთელი სამართლიანი უნდა იყოს კლუბისა და საკუთარი თავის მიმართ, გუტის ყოფნა კლუბში ჩემთვის უკვე წარმოუდგენელია, მე ვნახე მისი განცხადება წასვლის შესახებ და ამ განცხადებიდან გამომდინარე ვაპირებ გადაწყვეტილებების მიღებას. ის დაემშვიდობა კლუბს, დაემშვიდობა გულშემატკივრებს...

ანუ ის ვერ ითამაშებს „მადრიდის რეალში“?

თუ მან შეიცვალა საკუთარი აზრი, ეს უკვე არ ითვლება. მე მიყვარს ადამიანები, რომლებიც ასრულებენ დანაპირებს. ასეთებს მხოლოდ ერთი სიტყვა აქვთ და რასაც ამბობენ, ის ბოლომდე გააქვთ... რაულის შემთხვევაში სულ სხვა სიტუაციაა, ის დუმდა და მე მისგან არაფერი არ მომისმენია. ის ყოველთვის ძალიან წყნარი იყო. ამიტომ როცა მადრიდში ჩავალ მინდა, რომ მას ტელეფონით დაველაპარაკო ან პირადად შევხვდე, თუ ის ამის სურვილს გამოთქვამს...

შეძლებთ თუ არა უწინდებური კაკას დაბრუნებას? მოგწონდათ თუ არა, როცა იტალიაში თამაშობდა?

მას ტრავმა ქონდა და როგორც ჩანს, მან ბოლო თვეების განმავლობაში საკუთარი თავის რწმენა დაკარგა, მაგრამ არამგონია, რომ რამე პრობლემას წარმოადგენდეს მისი უწინდებურად ათამაშება. ისაა ფეხბურთელი, რომელსაც ჭირდება ნდობა და სივრცე მანევრირებისთვის.

როგორ მიაღწევთ იმას, რომ კაკამ, იგუაინმა და კრიშტიანო რონალდუმ უფრო მეტი იმუშაონ დაცვაში?

ადვილად. კლუბი ეს გუნდია. ისევე როგორც, თავდამსხმელებს სურთ, რომ სხვები მათ ხელს უწყობდნენ, სეზონის ან თამაშის განმავლობაში იქნება მომენტები, როცა თავდამსხმელებს მოუწევთ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა სხვების დასახმარებლად. მე მახსენდება „ჩელსი“, როცა ათი კაცით გვიწევდა თამაში. იმ წუთას, როცა ტერი დადგა კარებში, დროგბამ ხელები აწია და თქვა: „მე ცენტრალურ მცველად ვითამაშებ“. ასევე ვთამაშობდით ამ წელს „ბარსელონას“ წინააღმდეგ... ეს გუნდია. ძნელია მთელი 90 წუთის განმავლობაში ჯობდე საკუთარ მეტოქეს. ყოველთვის დგება წუთები, როცა მსხვერპლის გაღება აუცილებელია.

თქვენ ყოველთვის იცავთ საკუთარ შეგირდებს და გიყვართ მტრების ძიება. ესპანეთში თქვენი მტერი „ბარსელონაა“?

იმის თქმა, რომ მე ეს მომწონს სისულელე იქნებოდა, მე არ მიყვარს ვინმეს გადამტერება, სულაც არ გამოვდივარ „ბარსელონას“, „ატლეტიკოს“ ან „მილანის“ წინააღმდეგ. მე სულაც არ ვარ ანტი. მე „ინტერის“ ფანი ვარ, მაგრამ დღეიდან „მადრიდის რეალის“ ფანიც ვიქნები. მე მშვიდობით მოვდივარ, მაგრამ არის რამდენიმე რამ, რის შეცვლასაც ვაპირებ. მაგა: ხალხს სურს, რომ ვარჯიშები იყოს ღია. ცხადია, იქნება ღია ვარჯიშები პრესისა და გულშემატკივრებისთვის, მაგრამ ამავდროულად იქნება დახურული ვარჯიშებიც, იმიტომ რომ ეს აუცილებელია. ჩემი მოწოდება არასდროს არ ყოფილა მტრების გაჩენა...

ლაპორტამ თქვა, რომ თქვენი ბავშვი „ბარსელონას“ გულშემატკივარია!...

ჩემი შვილი არ გულშემატკივრობს „ბარსელონას“, მას საკუთარი მამა უყვარს და იცის, თუ ვინ ცემს მამამისს პატივს და ვინ იმსახურებს მის სიყვარულს. მე არ შემიძლია ჩემ შვილს იმ კლუბის სიყვარული ჩავუნერგო, რომელიც მთელი 90 წუთის მანძილზე მამაისს ლანძღავდა. მას მოსწონს „პორტუ“, „ჩელსი“, „ინტერი“ და დღეიდან „მადრიდის რეალი“.

გულშემატკივრებს სურთ, რომ კლუბი იგებდეს, მაგრამ ამავდროულად სურთ, რომ ის ამას ლამაზად აკეთებდეს.

ისევე როგორც მე, ეჭვი არ შეგეპაროთ. ჩემი „მადრიდის რეალი“ ყოველთვის ბრწყინვალედ ითამაშებს შეტევაში და მოიგებს კიდევაც თამაშებს. მაგრამ ამავდროულად იქნება წუთები, როცა განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს, რა თქმა უნდა , ჩემი კლუბი მოედანზე ერთადერთი მიზნით გამოვა: გასამარჯვებლად. და თუ ჩვენ მოვიგეთ პირველი შეხვედრა 3:1 და მეორე თამაშში ათი კაცით მოგვიწია თამაშმა, მაშინ ნათელი იქნება, რომ ფეხბურთელები დაცვით ფეხბურთს ითამაშებენ. ეს ლოგიკურია.

გვარდიოლამ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონი მაურინიოს მადრიდში გადმოსვლის გამო ძალიან სანახაობრივი იქნება, თქვენ რას იტყვით?

ესპანეთის ლა ლიგა ყოველთვის სანახაობრივი და მიმზიდველი იყო, მაშინაც კი, როცა მე აქ არ ვიყავი. „ვალენსია“, „მალიორკა“, ატლეტიკო“, ამ კლუბებს უფრო მეტის მიღწევა შეუძლიათ და შესაბამისად სეზონიც უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე ეხლახან დასრულებული. ასევე ეს იქნება ძალიან სანახაობრივი სეზონი, ვინაიდან „ბარსელონამ“ ახალი ძლიერი ფეხბურთელები გადმოიბირა და უფრო გაძლიერდა. მე გვარდიოლასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. მე მას დიდი ხანია ვიცნობ და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მე მას ძალიან ვაფასებ.

მოამზადეთ თუ არა სიტყვა თქვენი პრეზენტაციისთვის?

ჯერ არა, ამაზე მოგვიანებით ვიფიქრებ. მე მოვალ ამაყი იმ მიღწევებით, რაც მქონდა, მაგრამ ამასთანავე ვაცნობიერებ, რომ „მადრიდის რეალი“– ესაა კლუბი, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე უფრო დიდია.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ადრეა, თქვენი აზრით, ვინ მოიგებს ლა ლიგას მომდევნო სეზონში?

არ ვიცი. მე მინდა ლა ლიგის მოგება, ვინაიდან არც ერთ ფეხბურთელს , ისევე როგორც არც ერთ მწვრთნელს არ გაუმარჯვია ინგლისურ , იტალიურ და ესპანურ ჩემპიონატებში ერთად. მე მინდა პირველი ვიყო. ისევე როგორც, მინდა ვიყო პირველი მწვრთნელი, რომელიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას სამ სხვადასხვა კლუბში. ასევე მინდა, კანტერანოს მივაქციო ყურადღება და მათგან ვარსკვლავები დავაყენო. მე უფრო მეტ მოტივაციას მძენს ფეხბურთელი, რომელმაც წინა სეზონი ჩააგდო, მაგრამ მიმდინარეში ახალ სათამაშო დონეზე ავიდა. მე ბევრი მოტივაცია მაქვს... მაგრამ ამასთანავე არ მინდა მოსვლისთანავე ვთქვა, რომ მე შევძლებ ლა ლიგის მოგებას, ვინაიდან ჯერ კიდევ მოგვიწევს ბრძოლა ისეთ სუპერ კლუბთან, როგორიც „ბარსელონაა“.

შეძლებს „მადრიდის რეალი“ ტრიპლეტის შესრულებას?

მხოლოდ ტოპ კლუბს შეუძლია ტრიპლეტის შესრულება, თუ „მადრიდის რეალი“ ტოპ კლუბად იქცევა, მაშინ ის აუცილებლად შეძლებს ამას.

არის თუ არა იმის შანსები, რომ მაიკონი და დიეგო მილიტო შემოგიერთდნენ „მადრიდის რეალში“?

დიეგო მილიტოს თავის დროზე არავინ მიაქცია ყურადღება, არც „მადრიდმა“, არც „ბარსელონამ“, არც „ჩელსიმ“ და არც „ინტერმა“ . არავის სჯეროდა ფეხბურთელი მიუხედავად იმისა, რომ ის ნამდვილი ცხოველია. ნამდვილი ცენტრალური თავდამსხმელისთვის დიეგოს ყველაფერი აქვს. ის ფანტასტიკური თავდამსხმელია. მაგრამ ამავდროულად მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთელი, რომელიც კლუბის ისტორიაში შევიდა, არ უნდა გაუშვა. მილიტო ეს „ინტერია“. რა თქმა უნდა, მე მსურს მისი ხილვა ჩემთან, მაგრამ იგი „ინტერის“ ფეხბურთელია, ის უნდა დარჩეს, მან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს და უფრო მეტი ფული უნდა მიიღოს. მაიკონი–ნამდვილი ოსტატია. ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ის მცველია, რომელიც სეზონში 6–7 გოლს იტანს და რაც მთავარია, იგი ამას სტანდარტული მდგომარეობიდნა როდი აკეთებს, არ შემიძლია იმის უარყოფა, რომ მსურს მისი „მადრიდში“ ხოლვა. ასევე მიმაჩნია, რომ რამოსს შეუძლია მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი გახდეს.

როგორ ფიქრობთ, რომელი ფებხურთელებით უნდა გაძლიერდეს „მადრიდის რეალი“?

მე მინდა სამი ან ოთხი ფეხბურთელის ყიდვა , რომლებიც დაცვაზე იქნებიან ორიენტირებულნი. ისინი შეტევით ხაზსაც გააძლიერებენ.

გააფორმებთ თუ არა კონტრაქტს დი მარიასთან?

ის შედარებით უფრო სუსტ ჩემპიონატში შესანიშნავად თამაშობს, ასე რომ მე მეეჭვება მან შეძლოს წარმატების მიღწევა ისეთ ძლიერი ჩემპიონატებში, როგორიც ესპანეთის, ან თუნდაც იტალიის ჩემპიონატებია. თუ გვეტყვიან, რომ შეგვიძია დი მარიასთან კონტრაქტი მისაღებ ფასად გავაფორმოთ, მაშინ დიდი სიამოვნებით, მაგრამ თუ მისი ფასი არარეალური იქნება, მაშინ ნურას უკაცრავად, მე არ მინდა, რომ ჩემი კლუბი ფებხურთელებში ასტრონომიულ თანხებს იხდიდეს.

დადებდით თუ არა ფსონს ჯერარდსა და ლამპარდზე მოედნის ცენტრის გასაძლიერებლად?

მე მიყვარს ფეხბურთელები, რომლებიც საკუთარი საფეხბურთო კარიერის დასასრულის ბოლო ან ბოლოს წინა სტადიაზე იმყოფებიან. ძალიან მიყვარს, როცა კლუბში 33 ან 34 წლის რამოდენიმე ფეხბურთელი მაინცაა.. ამასთანავე ესენი არიან ფეხბურთელები, რომლებსაც თუ იყიდი, მათში გადახდილი თანხას მათი მაისურების გაყიდვით ვერ ამოიღებ, მაგრამ მათ შეუძლიათ 2-3 წლის მანძილზე კლუბს დიდი სარგებელი მოუტანონ. ორივე მათგანი დიდი პროფესიონალები არიან, რომლებიც მაქსიმალურად იხარჯებიან...

რას იტყვით ფაბიო კოენტროზე?

ეს ფეხბურთელი ძალიან გამორჩეულია, მაგრამ ეხლა ფაბიო კოენტროსთან კონტრაქტის გაფორმება იგივეა, რაც კონტრაქტი პორტუგალიელ მარსელოსთან გააფორმო. პირადად მე უპირატესობას სხვა პლანის ფებხურთელებს ვანიჭებ.

და დე როსი?

ვფიქრობ მისი ყიდვა შეუძლებელია, ვინაიდან „რომა“ – იგივე დე როსი და ტოტია, ტოტი უკვე ამთავრებს კარიერას, ხოლო დე როსი რჩება. ის რომაელადაა დაბადებული და შესაბამისად მასთან კონტრაქტის გაფორმება შეუძლებელია.

რისი მიცემა შეგიძლიათ „მადრიდის რეალისთვის“?

მე ამს მივცემ ყველაფერს, რაც სხვა კლუბებს მივეცი: მთლიანად ჩემ თავს. მე კლუბში ვცხოვრობ და ჩემი ცხოვრება ფეხბურთის გარეშე ძალიან მოსაწყენია. ჩემი ცხოვრება ეს – ჩემი ოჯახი და ჩემი კლუბია. არ მექნება იმის დრო, რომ მადრიდის ქუჩებში ვისეირნო, ვითამაშო ჩიგბურთი ან თუნდაც გოლფი. მე მთელ ჩემ დროს კლუბს დავუთმობ.

თქვენ ამტკიცებდით, რომ „მადრიდის რეალის“ ფილოსოფია თქვენეთვის უცხო არ იყო. ამით რისი მიღწევა გსურდათ?

ეხლა ყველას სურს, რომ კითხვები მომაყაროს. ჩემი პრეზენტაციისას გამართულ პრეს–კონფერენციაზე ბევრი რამე გაჟღერდება. მაგრამ ერთადერთი, ვისაც სურს მართლა დასვას კითხვები, ეს მე ვარ. მე იმდენი კითხვა მაქვს, რომლებზეც პასუხის გაცემა აუცილებელია! პასუხი უნდა გავცე, როგორც კლუბის ლიდერმა, მწვრთნელმა , უნდა მივიღო გადაწყვეტილებები და ამაში მე ძალიან პრინციპული ვარ. ამასთანავე ძალიან დემოკრატიულიც ვარ და სოლიდარობას ვუცხადებ ყველაფერს, რაც აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებაში მხემარება.

რა სფეროში ისურვებდით კლუბის სპეციალისტებთან კონსულტაციის გავლას?

მე გარკვეული წარმოდგენა მაქვს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად თუ როგორ ფუნქციონირებს სამედიცინო დეპარტამენტი. მაგრამ მიუხედავად ამის ძნელია იმის წარმოდგენა, რომ მე რამე გამომეპარება. მე მინდა გავიგო, როგორ მუშაობს „რეალი“, მინდა მის ფილოსოფიას ჩავწვდე. პირველი, რასაც ვაპირებ, ესაა დიალოგის გამართვა ვალდანოსთან, პარდესასთან და ჩენდოსთან. ერთი რამ ცხადია: კლუბი მწვრთნელის იდეით იწყება და მთელი მისი ცხოვრება მწვრთნელის ირგვლივ ტრიალებს. მთელი კლუბი მწვრთნელის იდეას ემორჩილება, მაგრამ ამასთან ერთად , სანამ ჩემ მოსაზრებებს გამოვთქვამდე, მინდა სხვების წინადადებებიც მოვისმინო.

ბევრი ცვლილებები იქნება სათამაშო სქემაში?

ბევრი მე, როგორც დიქტატორს ისე მიყურებს, რომელსაც არ უყვარს სპორტულ დირექტორთან მუშაობა, მაგრამ ყველაფერი ასე არაა. მე კოლექტიური მუშაობა მიყვარს, ანუ უნდა მოხდეს უფლება–მოვალეობების განაწილება ამ კოლექტივის წევრებს შორის. მე ვენდობი მათ, ვინც ჩემთან ერთად მუშაობს და თუ თავად ისინი მოინდომებე, ჩვენი მეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობა უფრო გამყარდება და გაძიერდება.

როგორც ჩანს , „მაურინიოს მეთოდი“ ფეხბურთელებზეც ახდენს ზეგავლენას...

მე პირობას ვდებ, რომ პირველივე დღიდან ვეცდები, ერთი მხრივ მათგან მაქსიმალური შედეგი მივიღო, ხოლო მეორე მხრივ ისინი დავიცვა. ფეხბურთელები–ეს მთავარი ღირებულებაა. შეხედეთ, მაგ: მე ვიყავი „ვალდებაბასზე“, სადაც ჩვენთვის სპეციალური ე.წ. „ექსკურისა“ მოაწყვეს. VIP–ზონა ძალიან ეფექტურად გამოიყურებოდა: ხის კედლები, სავარძელი...ესადგილი ფეხბურთელებისთვის უნდა იყო განკუთვნილი და არა VIP სტუმრისთვის... კლუბის ნამდვილია VIP წევრები ფეხბურთელები არიან, რომლებმაც თავი ისე უნდა იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. და თუ მათ სურთ ადგილი, სადაც ივახშმებენ და დასვენების დრო გაატარებენ, მათ ეს უნდა მივცეთ...

თქვენ მხედველობიდან კლუბის ცხოვრების არც ერთი დეტალი არ გეპარებათ...

მინდა, რომ მშივიდად შევუდგე კლუბის მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შესრულებას, დავაკვირდე გვერდიდან, დავსვა კითხვები და ეტაპობრივად გადავიდე გადაწყვეტილებების მიღებაზე. პრეზენტაციის შემდეგ გეგმაში მაქვს ვიმუშაო მადრიდში ერთი კვირის განმავლობაში. ეს იმისთვის, რომ გარკვეული იმპულსი გამოვიწვიო, ამის შემდეგ კი ოჯახის წევრებთან ერთად დასასვენებლად წავალ. მე დავიღალე, მაგრამ ამავდროულად სავსე ვარ ენერგიით „რეალში“ სამუშაოდ.

თქვენ ლაპარაკობთ, არამარტო როგორც მწვრთნელი, არამდე როგორც კლუბის მენეჯერი.ინგლისურ ფეხბურთში რომელი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა?

დიახ. იქაც მთავარი ფიგურა სპორტული დირექტორია. ასევე იყო „ინტერში“ მარკო ბრანკას შემთხვევაში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, როცა არის კარგი სპორტული დირექტორი, კარგი აღმასრულებელი დირექტორი და ტექნიკური საკითხებში გარკვეული პირები. არ მინდა, რომ ვიყო მმართველი, რომელიც მართავს ყველას და ყველაფერს. მთავარი საზრუნავი მწვრთნელისთვის– ეს გუნდია. არავინ არ უნდა მიმითითოს, როგორც მწვრთნელს, თუ რა უნდა გავაკეთო და რა არა. არავის შეუძლია მიმითიტოს, თუ როგორი სათამაშო სქემა უნდა ავირჩიო: 4-4-2 თუ 4-3-3. არავის შეუძლია საკუთარი პირობების წმოყენება შესვენების დროს გასახდელში. ეს ყველაფერი ცემს კომპეტენციაშია. არასდროს არ დავიჯერებ, რომ ასეთ სახელოვან კლუბში როდისმე ასეთი პრობლემები ყოფილიყო. მე მარტო ფეხბურთელების ყიდვით არ დავკავდები, ამას სპორტულ დირექტორს დავეკიტხები, ვინაიდან მას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას ამასთან დაკავშირებით. მე მინდა ვიმუშაო გუნდში, კოლექტივში. თუ მე მომწონს ფებხურთელი, ტექნიკურ პირს კი არა, მინდა, რომ მან ეს მე პირადად მითხრას. მიყვარს, როცა ყველაფერი ასე დინამიკურადაა აწყობილი.

ამ მხრივ, თქვენ მომხრე ხართ მწვრთნელის იდეებისთბის უპირატესობის მინიჭების, როცა მთავარი ინიციატივა მწვრთნელისგან მოდის. ეს თქვენ გაგხდით გასნხვავებულს „ბარსელონასგან“, სადა მთავარი სტილი და კლუბის ტრადიციაა.

შეიძლება ასეც ითქვას. ფეხბურთში მე კლუბების მართვის კონცეფციას ვეყრდნობი. ეს ძალიან მარტივია: კლუბის ხელმძღვანელობას შეუძლია დაგეგმოს მომდევნო ოთხი წლის მანძილზე , თუ რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ, თუ რა პრიორიეტეტები უნდა გაგვაჩნდეს. ისინი მე მაძლევენ დავალებას: მოვიგო ლა ლიგა, სამეფო თასი, ჩემპიონთა ლიგა. ასევე კლუბის ხელმძღვანელობას შეუძლია მე უფრო გლობალური მიზნების მიღწევა მომთხოვოს, ან პირიქით, ვიმუშაოთ პერსპექტივაზე: თუ მას სურს, რომ ამავდროულად მე მტავარი კარკასი მოვამზადო, რომელიც ჩემს იდეებს დაეყრდნობა, მე ესეც შემიძლია.

„ჩელსიში“ და „ინტერში“ თქვენ პირველივე წელს მოიგეთ ტიტულები. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს მთავარი მიზეზი, რის გამოც „მადრიდის რეალის“ ხელმძღვანელობამ თქვენთან კონტრაქტი გააფორმა?

შეიძლება ჩემთან კონტრაქტი იმიტომ გააფორმეს, რომ მოკლე ვადაში მიაღწიონ შედეგებს. მაგრამ ამავდროულად მე შემიძლია კლუბში დღეს ისეთი რამე ჩავდო, რაც მას მომავალში განვითარებაში დაეხმარება. გასაგებია, რომ პირველ რიგში, მე ჩემი თავისთვის ვმუშაობ, მაგრამ ამასთან ერთად მე ამას კლუბის სასიკეთოდაც ვაკეთებ.

როცა თქვენს სამუშაო სტილზე ლაპარაკობენ, იქ აუცილებლად იხსენებენ „ინტერის“ ბოლოს ორ მატჩზე ევროპის თასზე: საპასუხო შეხვედრა „კამპ ნოუზე“ და ჩემპიონთა ლიგის ფინალი „სანტიაგო ბერნაბეუზე“. არის თუ არა ეს „მაურინიოს სტილი“? მზად ხართ, თუ არა ამის განსახილველად?

დისკუსია იმართება მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ამის მიზეზი. ეს ფეხბურთისთვის განუყოფელი ნაწილია. იტალიაში მქონია ბედნიერება, რომ ასეთ რამეებს გადავწყდომოდი, ასეთებს მე ერთი მარტივი წინადადებით აღვნიშნავ: „ინტელექტუალური პროსტიტუცია“. ამ ფრაზის ქვეშ მე ვგულისხმობ მათ, ვინც გარკვეული ფარული მიზნების მიღწევის გამო ე.წ. „ინტელექტუალურად“ წერს. შესაბამისად,მე დიდად არ ვაქცევ ყურადღებას ასეთ ტალახში ამოსვრილ კომენტარებს .

რას იტყვით „ბერნაბეუზე“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მიდგომაზე?

ფინალი ეს ფინალია, არაფერი განსაკუთრებული, ჩვენ არამარტო უნდა გვეთამაშა, არამედ უნდა მოგვეგო. ჩემი კლუბი მეტოქის სუსტ წერტილებს ეძებდა და გამოიყენა კიდეც ისინი. „ბავარია“ უფრო სწრაფი კლუბია, ვიდრე „ინტერი“. შესაბამისად, თუ „ინტერი“ მოინდომებდა ბურთის ფლობის მხრივ დომინირებას, მაშინ ის დამარცხდებოდა. თუ მე ნელა ვთამაშობ, მე ბურთს ვკარგავ, შესაბამისად ბოლოს დავმარცხდები კიდეც. მივირე გადაწყვეტილება, რომ დაცვიდან მეთამაშა და არა ბურთზე მომეხდინა კონცენტრირება. ჩვენ დავამუშავეთ ხუთი კომბინაცია.

ვან გაალმა და გვარდიოლამ ვერ შეძლეს ამ დაცვის გარღვევა. შეძლებდა კი ჟოზე მაურინიო ჟოზე მაურინიოს „ინტერის“ დამარცხებას?

დიახ, მას რა თქმა უნდა გამოუვიდოდა ასეთი „ინტერის“ დამარცხება, ვინაიდან მე ვიცი, თუ სად გადის მათი ზღვარი. კლუბისთვის მთავარი არის ის, რომ იცოდე სად გადის შენი შესაძლებლობების ზღვარი. „ინტერს“ რამოდენიმე სუსტი წერტილი აქვს, როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურ დონეზე. მთავარი ისაა, რომ მათი დამალვა მოახერხო და ჩემი აზრით, ამ სეზონში ეს ჩვენ ძალიან კარგად გამოგვივიდა. თავიდან ჩვენ არც თუ ისე კარგი სტარტი გვქონდა, მაგრამ როცა „ჩელსი“ დავამარცხეთ, მაშინ თვითდაჯერებულობა მოგვემატა და ვირწმუნეთ, რომ ნებისმიერის დამარცხება შეგვეძლო. უნდა იცოდე, თუ როგორ უნდა გამოიყენო ეს თვთდაჯერებულობა.

„ბავარიის“ გამოცდილება და ნდობა არ ეყო ვან გაალს ფინალის მოსაგებად...

მე მას ვესაუბრე. ვან გაალი ფიქრობდა, რომ ის მე მიცნობდა, მაგრამ სინამდვილეში ის იცნობდა, საკუთა თანაშემწეს, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა წლების წინ და არა მწვრთნელ–მაურინიოს. მე კი ამ დროს ვიცოდი, თუ რას ფიქრობდა ის. მაგალითს მოგიყვანთ: ფინალში მან იცოდა, რომ ლუსიო წინ წავიდოდა და გაათავისუფლებდა სივრცეს, ვან გაალი აპირებდა სამი ფეხბურთელით შეტევას. მე შევხვდი ლუსიოს ფინალის წინ და ვუთხარი: „შენ შეტევაში ვერ წახვალ.“ მან ეს მხოლოდ ერთხელ გააკეთა, როცა ჩვენ უკვე 2:0 ვიგებდით, მე კი მას მაშინვე ჩვენი შეთანხმება გავახსენე.

თქვენთან „ჩელსი“ სხვა სტილში თამაშობდა, „ინტერი“ სულ სხვა ფეხბურთს აჩვენებდა, როგორ ითამაშებს ჟოზეს „მადრიდის რეალი“ ?

უნდა იცოდე, თუ რა გაქვს და შესაძლებლობები მაქსიმალურად კარგად უნდა გამოიყენო. თუ ჩვენ გვყავს ჩეხი, რომელიც შორს ისვრის ბურთს და ამასთანავე ზუსტ გადაცემებს აკეთებს და დროგბა, რომელსაც შეუძლია ბურთის შენარჩუნება და მისთვის ბრძოლა მეორე სართულზე, მაშინ რატომ არ უნდა გამოვიყენო ეს პირდაპირო ხაზი? მაგრამ თუ შენ გყავს ერთი მილიტო, რომელიც სხვანაირად თამაშობს, მაშინ რა თქმა უნდა სხვა ფეხბურთი უნდა აჩვენო. „მადრიდის რეალს“ ყავს კრიშტიანო რონალდუ და კაკა , რომლებიც ნებისმიერ სხვა ფეხბურთელზე უკეთ თამაშობენ ერთ–ერთზე. ასეთ დროს უნდა ეძებო ისეთი თამაშის სტილი, რომელიც მათ მისცემს საშუალებას ძალიან ხშირად ითამაშონ ერთი–ერთზე. თამაში იმ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, რომელიც შენ გყავს განკარგულებაში.

გსურთ, თუ არა, რომ თქვენი დამხმარეები „მადრიდის რეალის“ ყოფილი ფეხბურთელები იყვნენ?

დიახ, ეს ასეა. ჩემს კლუბებში სულ ასე იყო. ეს აუცილებელია. მე სამი თანაშემწეთი მოვალ, მაგრამ რა თქმა უნდა უფრო მეტი ხალხი დამჭირდება. ისეთივე, როგორიც სტივ კლარკია „ჩელსიში“, რომელიც კლუბს და ფეხბურთელებს ძალიან კარგად იცნობს


წყარო: As.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)