ფერნანდო ჰიერო

1989-2003, 14 წელი რეალის სამსახურში. 598 მატჩი და 126 გოლი. სწორედ ასეთი შთამბეჭდავია ფერნანდო იეროს მადრიდული კარიერა ციფრებში.

1989-2003, 14 წელი რეალის სამსახურში. 598 მატჩი და 126 გოლი. სწორედ ასეთი შთამბეჭდავია ფერნანდო იეროს მადრიდული კარიერა ციფრებში.

“რკინის ფერნანდო”, “რეალის ლიბერო”, - ეს იმ სახელთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ფერნანდო იეროს შეარქვეს. იერო 1968 წლის 23 მარტს დაიბადა, ველეს-მალაგაში. ფერნანდო თავიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭით, რაც მის ქალაქშიც შეამჩნიეს და ადგილობრივ გუნდში მიიწვიეს, სადაც იერომ კარიერის პირველი ნაბიჯები გადადგა. 1987 წელს ის ვალიადოლიდში გადაბარგდა და იმავე წლის 4 ოქტომბერს, პრიმერაში ფერნანდოს დებიუტიც შედგა, ესპანიოლის წინააღმდეგ. იერომ ვალიადოლიდში ორი სეზონი გაატარა და 58 მატჩში 3 გოლის გატანაც შეძლო. რის შემდეგაც მისით არაერთი გრანდი დაინტერესდა, თუმცა დანარჩენებს მადრიდის რეალმა აჯობა და ნიჭიერი მცველი 1989 წლის ზაფხულში გადაიბირა. “რეალში დიდი ამბიციებით მოვედი. სურვილი მაქვს, რომ კლუბის ისტორიაში ადგილი დავიმკვიდრო. ეს ძალიან რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი. ისე, ჩემი მთავარი ოცნება ესპანეთის ნაკრებისა და რეალის კაპიტნობაა”, - სწორედ ასეთი ფრაზა წარმოთქვა იერომ მადრიდულ პრეზენტაციაზე. მისი სიტყვები კი ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელის მაშინდელ სურვილად კი არ დარჩა, როგორც ამას ბევრი კრიტიკოსი ვარაუდობდა, არამედ ახდა და თანაც ზუსტად ისე, როგორც ეს იეროს სურდა.

და აი, 1989 წლის 3 სექტემბერს ბლანკოსში მისი დებიუტიც შედგა, რეალმა ხიხონი 2-0 დაამარცხა. ფერნანდოს კი, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მცველი, ზოგ შემთხვევაში კი საყრდენი ნახევარმცველი გახლდათ, გოლები ძალიან დიდი სიხშირით გაჰქონდა. სადებიუტო მადრიდულ სეზონში მან 37 შეხვედრა ჩააატრა და 7 გოლის გატანა მოახერხა. ფერნანდოს გაჰქონდა თითქის ყველა სტილისა თუ ტიპის გოლი: თავით, შორეული დარტყმებით, ჯარიმებით, პენალტებით… პირველივე მადრიდულ სეზონში იერომ ლა ლიგა მოიგო.

შეიძლება მცველს გოლები გაჰქონდეს, თუმცა როცა ამ ამპლუის ფეხბურთელი კლუბის საუკეთესო ბომბარდირი ხდება, შეიძლება ითქვას, რომ საფეხბურთო ანომალიასთან გვაქვს საქმე. დიახ, სწორედ ასე მოხდა, 1991-1992 წ.წ. სეზონში, როცა იერომ 37 მატჩში 21(!!!) გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ეს მაშინ, როცა რეალის ღირსებას ისეთი ფეხბურთელები იცავდნენ, როგორებიც იყვნენ: უგო სანჩესი, გეორგე ჰაჯი, ემილიო ბუტრაგენიო, მიჩელი, რობერტ პროსინეჩკი და სხვები… იეროსგან განსხვავებით გოლის გატანა მათი უშუალო მოვალეობა გახლდათ. ფერნანდოს სტატისტიკა კი მართლაც შთამბეჭდავი იყო: დუბლი ლოგრონიესთან, 7(!) გოლი 2 მატჩში ესპანიოლთან(ჰეთ-თრიკი და პოკერი), გოლი ბარსელონასთან ნოუ-კამპზე… ექსპერტთა მოსაზრებით, “რკინის ფერნანდომ” იმ სეზონში დაცვაში უფრო შთამბეჭდავად ითამაშა, ვიდრე შეტევაში. იერო შედეგიანობას არ წყვეტდა არც მომდევნო სეზონებში: 13, 10… 7 გოლზე ნაკლები ფერნანდოს ფაქტობრივად არ გაჰქონდა. 44 გოლი 3 სეზონში, მართლაც შთამბეჭდავია.

1989 წლის 20 სექტემბერს, იერომ უკვე ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა სადებიუტო შეხვედრა, პოლონეთის წინააღდმეგ. ფერნანდო ნაკრებშიც ისეთივე შედეგიანი გახლდათ, როგორც კლუბში: 89 შეხვედრაში 29 გოლი და ის რაულის შემდეგ ჯერჯერობით კვლავაც ინარჩუნებს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს.

1998, 2000, 2002 წლებში რეალმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. იერომ სამივე შემთხვევაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. 2002 წელს, კი გლაზგოში ჩემპიონთა თასი სწორედ მან აღმართა. ფერნანდომ 5-ჯერ მოიგო პრიმერაც. 1998 წელს კი უეფამ ის წლის საუკეთესო მცველად დაასახელა. “რეალი დიდებული გუნდია. ის ჩემთვის გაცილებით უფრო ბევრს ნიშნავს, ვიდრე მე მისთვის. ვერც კი წარმომომიდგენია, რომ ოდესმე კარიერას დავასრულებ და სამეფო კლუბის მაისურს აღარ მოვირგებ. თუმცა რაც მთავარია, თამამად ვიტყვი, რომ კარიერის საუკეთესო წლები ბლანკოსში მაქვს გატარებული,” - იერომ ეს ფრაზა 2002 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ წარმოთქვა.



2002 წელს მან მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც ესპანეთის ნაკრები მასპინძელმა კორეამ 1/4-ფინალიდან მსაჯების აბსოლუტური სუბიექტურობის გამო დაამარცხა. მაშინ ჯამალ განდურმა ესპანეთის ნაკრებს 2 გოლი არ ჩაუთვალა. დღემდე არავინ იცის, თუ რატომ გააუქმეს ფერნანდო მორიენტესის სრული წესების დაცვით გატანილი გოლი… საბოლოო ჯამში, “რკინის ფერნანდო” ეროვნულ გუნდს უტიტულოდ დაემშვიდობა: ”ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ნაკრებში ვერაფერი მოვიგე, თუმცა ვამაყობ იმით, რომ მხვდა პატივი ეროვნული გუნდის კაპიტნობისა. ეს ენით აუღწერელი გრძნობაა, რომელიც ყველა ფეხბურთელმა უნდა განიცადოს, ” - ფერნანდო იერო.

2003 წლის ივლისი… რეალის “შავი ზაფხული”, როგორც შემდეგ ამ პერიოდს მადრიდული გრანდის ინჩასებმა უწოდეს. ფლორენტინო პერესმა გუნდიდან მთავარი მწვრთნელი და გუნდის წარმატების სულისჩამდგმელი ვისენტე დელ ბოსკე გაუშვა. თუმცა რაც ყველაზე მთავარია, გუნდიდან გააგდეს(ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) რეალის ლეგენდა და კაპიტანი, ფერნანდო იერო. ესპანეთი შოკში იყო. მაგრამ გონებამახვილმა პერესმა ფანებს დევიდ ბექჰემი უყიდა, რითაც სურდა მათთვის ცოტა ხნით მაინც დაევიწყებინა გუნდიდან იეროსა და დელ ბოსკეს წასვლა. რეალის შავი პერიოდიც სწორედ იმ დღიდან დაიწყო. დაიწყო რღვევა იმ დიადი გუნდისა, რომელიც საუკუნის დასაწყისში ფეხბურთის ყველა ქომაგს უდიდეს სიხარულსა და სიამოვნებას გვრიდა… მიუხედავად ყველაფრისა, იერო როგორც რეალზე უზომოდ შეყვარებული ფეხბურთელი, სამეფო კლუბზე აუგს მაინც არ ამბობდა: “როგორც ჩანს, რეალში ჩემი თავი სრულად ამოვწურე. ამიერიდან სამეფო კლუბის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, რომელიც დიდი იმედი მაქვს, გაცილებით უფრო წარმატებული იქნება. დიდი მადლობა ყველა ფანსა და უპირველეს ყოვლისა სამეფო კლუბს, რომელმაც ცხოვრების ყველაზე ლამაზი დღეები მაჩუქა.” რეალისდა სამარცხვინოდ, იეროს გამოსამშვიდობებელი მატჩიც კი არ მოუწყვეს…

ფერნანდომ რეალის შემდეგ ალ-რაიანს მიაშურა, სადაც 1 წელი დაჰყო. ხოლო როცა მიხვდა, რომ ყატარში ფეხბურთის დონე მისი შესაფერისი არ იყო, 2004 წელს, ბოლტონში გადაბარგდა და მისი ეპოქალური კარიერა სიმბოლურად პრემიერლიგაში დაასრულა. ამჟამად კი ფერნანდო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური დირექტორია. სწორედ მისი რეკომენდაციით დანიშნეს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად ვისენტე დელ ბოსკე.

იერო ლეგენდარული ფეხბურთელი იყო. ნამდვილი “ლიბერო”, უცვლელი კაპიტანი. მტკიცე ხასიათის პატრონს, მოედანსა და მის გარეთ, ყველაფრის გაკეთება შეეძლო, - თანაგუნდელების გამხნევებით დაწყებული, გუნდის უდავო ლიდერობითა და თამაშის საკუთარ თავზე აღებით დამთავრებული. სწორედ ამიტომ თვლიან ფერნანდოს უნიკალურ ფეხბურთელად და ყველა დროის ერთერთ საუკეთესო მცველად. სწორედ მისი რეკომენდაციით შეიძინეს სერხიო რამოსი, რომელსაც რკინის ფერნანდოს ხშირად ადარებენ. მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ რეალი ამ ფეხბურთელს, ისევე როგორც ბევრ სხვას, უნამუსოდ მოექცა. მოთამაშეს, რომელმაც სამეფო კლუბისთვის ძალიან ბევრი გააკეთა და უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებდა…

ბოლოს ფერნანდო იეროს სპორტულ დოსიესაც გადახედეთ:

სრული სახელი და გვარი: ფერნანდო რუის იერო

დაბადების თარიღი: 1968 წლის 23 მარტი

დაბადების ადგილი: ველეს-მალაგა, ესპანეთი

სიმაღლე: 188 სმ

სათამაშო პოზიცია: ცენტრალური მცველი(ლიბერო), საყრდენი ნახევარმცველი.

ახალგაზრდული გუნდები: 1980-1987 ველეს-მალაგა

საკლუბო კარიერა:

1987-1989 ვალიადოლიდი 58 (3)

1989-2003 რეალი 598 (126)

2003-2004 ალ რაიანი 15 (3)

2004-2005 ბოლტონი 35 (1)

სანაკრებო კარიერა:

1989-2002 ესპანეთის ეროვნული ნაკრები 89 (29).

ტიტულები:

ლა ლიგა (5) : 1990, 1995, 1997, 2001, 2003.

ესპანეთის თასი (1) : 1993.

ესპანეთის სუპერთასი (4) : 1990, 1993, 1997, 2001.

ჩემპიონთა ლიგა (4) : 1998, 2000, 2002.

ევროპის სუპერთასი (1) : 2002

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2) : 1998, 2002.

ყატარის თასი (1) : 2004.

უეფას წლის საუკეთესო მცველი : 1998.

  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 7 330
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)