მიატოვიჩი:„„რეალი“ თავდასხმაში რამოსის იმედზე არ უნდა იყოს“
ფრედრაგ მიატოვიჩის აზრით, „რეალის“ წინა ხაზში აშკარა პრობლემებია, რომელიც ზიდანმა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას...
„შესაძლოა ზიდანი გამოვიდა და თქვა, რომ ბედნიერია, თუმცა მწვრთნელები ბედნიერები მხოლოდ მოგების შემდეგ არიან. დიახ, „რეალმა“ „გლადბახს“ 3 ქულა არ დაუტოვა და სიტუაცია უკიდურესად არ გაირთულა, თუმცა 2 თამაშში 1 ქულა თანაც ისეთ ჯგუფში სადაც „შახტარი“, „გლადბახი“ და „ინტერი“ გამოდიან, არ არის სასურველი შედეგი.“
„იოვიჩი გერმანელებს კარგად იცნობს. იქნებ სჯობდა, ის სასტარტოში დადმგარიყო? თუმცა ეს მწვრთნელის კომპტენციაა.“
„საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ რამოსის თავდამსხმელად გამოყენებამ შედეგი გამოიღო, მაგრამ „ბლანკოსი“ ამაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.“
- 29 ოქტომბერი 2020
- 1 034
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.