ყველაფერი არც ისე ცუდადაა!
მართალია მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა საშინლად დაიწყო, მაგრამ მეტოქე გუნდების არასტაბილური გამოსვლის გამო ზიდანის გუნდს შანსი კვლავ აქვს, თანაც ძალიან მაღალი.
ამ ეტაპზე B ჯგუფის ლიდერი დონეცკის „შახტარია“, რომელიც 4 ქულას ფლობს, მეორე და მესამე ადგილს კი „გლადბახი“ და „ინტერი“ ინაწილებენ 2-2 ქულით. ბოლო პოზიციაზეა „რეალია“ 1 ქულით, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზიზუს გუნდს მეორე და მესამეადგილოსნებს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო პირველადგილოსანს 3 ქულით.
„ბლანკოსის“ მაქსიმუმი არსებულ ჯგუფში 13 ქულის მოპოვება იქნება, ვინაიდან წინ 4 ტურია, სადაც 100%-იანი შედეგის ჩვენების შემთხვევაში გუნდი 12 ქულას მოაგვრებს და 1/8 ფინალის საგზური გარანტირებული ექნება.
მესამე ტურს „მერენგები“ „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავენ, ეს დაპირისპირება მომდევნო კვირაში შედგება.
- 28 ოქტომბერი 2020
- 1 550
- 4