ზიდანი:„მომდევნო 4 ტურში 12 ქულა უნდა მოვიპოვოთ“
ზინედინ ზიდანმა „გლადბახთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ვფიქრობ, პირველ ტაიმში გაცილებით სხვა სცენარის მიღება შეიძლებოდა, მაგრამ არ გაგვიმართლა და საბოლოო ჯამში გოლი გავუშვით.“
„ნამდვილად ვერ ვიქნები კმაყოფილი შედეგით, თუმცა ჩემმა გუნდმა იბრძოლა. 2 ტურში 1 ქულა მართლაც საშინელი შედეგია, რომელიც მომავალ 4 ტურში უნდა გავაუმჯობესოთ.“
„ფაქტი ის არის, რომ გუნდმა ხასიათი გამოავლინა და არ გატყდა.“
„თქვენ კითხვებს, რომელშიც ინტრიგაც ურევია, ყოველტვის ვპასუხობ, რომ მუშაობა გრძელდება. ჩემი ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება და აუცილებლად მივიღებთ სასურველ შედეგს.“
„აზარის დაბრუნებით კმაყოფილი ვარ. ბელგიელმა დაახლოებით 25 წუთი დაჰყო მოედანზე და ეტაპობრივად მეტ სათამაშო დროს მიიღებს. 3 დღეში ერთხელ თამაში გვიწევს, აქედან გამომდინარე, შანსი ყველას ექნება.“
„მარკო ასენსიო უმატებს. მან მცირე დისკომფორტი იგრძნო, მაგრამ ვფიქრობ, სერიოზული არაფერია.“
„მატჩის შემდეგ ყველა ფეხბურთელს ვუთხარი, რომ მომდევნო 4 ტურში 12 ქულის მოპოვება გვმართებს, წაბორძიკების უფლება აღარ გვაქვს.“
- 28 ოქტომბერი 2020
- 2 027
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.