ვასკესს „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
ლუკას ვასკესს მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ესპანელი მოთამაშის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება...
„ბლანკოსმა“ ესპანელთან დაკავშირებით გასული 2 წლის განმავლობაში რამდენიმე წინადადება მიიღო, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა.
ახლა საქმეს ისეთი პირი ჩანს, რომ ვასკესმა შესაძლოა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღოს, თუმცა ფეხბურთელს „მერენგებთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
ვასკესის გეგმებში ახალი ხელშეკრულების დადება შედის, რომელსაც ვადა 2023 წლის 30 ივნისს ამოეწურება. ამ დროს ლუკასი უკვე 32 წლის იქნება.
ჯერ-ჯერობით უცნობია სამეფო კლუბის პოზიცია, თუმცა ლუკასის მზაობა არსებობს.
Transfermarket-ის მონაცემებით, ესპანელის დღევანდელი ფასი 10-12 მილიონი ევროა, 2018 წელს კი ფეხბურთელი 25 მილიონი ღირდა.
- 27 ოქტომბერი 2020
- 689
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.