„ლივერპული“ სერხიო რამოსს საოცნებო კონტრაქტს სთავაზობს
იმ ფონზე, რომ მადრიდის „რეალში“ სერხიო რამოსის როლი ფასდაუდებელია, მისი კლუბიდან აბარგება ფაქტობრივად წარმოუდგენილია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ „რეალს“ კაპიტანისთვის კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუფორმებია, მოქმედ ხელშეკრულებას კი ვადა სულ რაღაც 9 თვეში ეწურება...
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ლივერპული“ ესპანელ მცველს საოცნებო კონტრაქტს სთავაზობს, რომელიც 3 წლიანი იქნება.
ბუნებრივია, 35 წლის ფეხბურთელისთვის ევროპის ერთ-ერთ გრანდში, სტაბილური კონტრაქტით გადასვლა მიმზიდველი უნდა იყოს, მაგრამ აქ საუბარი რამოსზეა და არა სხვა მოთამაშეზე.
ფინანსური დეტალები ჯერ-ჯერობით ცნობი არ ხდება, თუმცა ცნობილია ის, რომ იურგენ კლოპი დათმობებზე წასასვლელად მზად არის.
- 26 ოქტომბერი 2020
- 1 673
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.