„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგისთვის მზადება დაიწყო
ზინედინ ზიდანის გუნდმა მომქანცველი „ელ კლასიკოს“ მიუხედავად არ დაისვენა და დღეს აღდგენითი ვარჯიში გამართა...
ფეხბურთელები, რომლებიც „ბარსელონას“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ დღეს შედარებით ნაკლებად დაიტვირთნენ, დანარჩენებმა კი ზიდანის ყველა დავალება შეასრულეს.
ვარჯიში სანიტარული ნორმების მკაცრი დაცვით წარიმართა.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ტაქტიკურ მონახაზებს, ბურთის ფლობის კომპონენტს, კარში დარტყმებსა და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშებს.
მნიშვნელოვანია, რომ კოლექტივთან ერთად დატვირთვა მიიღო ედენ აზარმაც.
ტრავმირებული მოთამაშეები აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
„რეალი“ ხვალ გერმანიაში გაფრინდება.
- 25 ოქტომბერი 2020
- 1 370
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.