ბუტრაგენიო:„ზიდანის თანამდებობას არცერთი წუთით არ დამუქრებია საფრთხე“
ემილიო ბუტრაგენიომ „ელ კლასიკო“ შეაფასა.
„მე ფეხბურთელი ვიყავი და როდესაც ვიგებდი ყველა მაქებდა, ხოლო როცა ვაგებდი კრიტიკა მატყდებოდა თავს. ასე ხდებოდა გუნდის შემთხვევაშიც.“
„ახლა აბსოლუტურად იდენტური სიტუაცია იყო. „რეალმა“ 2 მატჩი წააგო და ყველამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, თუმცა „ნოუ კამპზე“ გამარჯვების შემდეგ ვითარება დარეგულირდება, ამაში ეჭვის შეტანა არ მსურს.“
„ახლა ბედნიერები ვართ და გვსურს, რომ ეს გრძნობა ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგაც გვქონდეს. სამშაბათის დაპირისპირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.“
„სადავო პენალტი? მსაჯი მონიტორისკენ გაემართა და სიტუაცია დეტალურად განიხილა. არამგონია ის შემცდარიყო.“
„საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სოლიდური გუნდი ვიყავით, რომელმაც „ნოუ კამპზე“ მიმზიდველი ფეხბურთი ითამაშა. შეუძლებელია უკმაყოფილო ვიყო. ვერცერთ ფეხბურთელს ვერ გამოვყოფ, ვინაიდან ეს იყო სრულიად გუნდური გამარჯვება.“
„ზინედინ ზიდანს ნდობის მანდატი აქვს. მის მიმართ პრეტენზიები არ არსებობს. ფრანგის თანამდებობას არცერთი წამით არ დამუქრებია საფრთხე. ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ზინედინი ჩვენი გუნდისთვის და ასევე რამხელა ავტორიტეტით სარგებლობს ის ყველა მოთამაშეში.“
- 24 ოქტომბერი 2020
- 2 517
- 12
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.