ზიდანი:„„რეალმა“ „ნოუ კამპზე“ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა“
ზინედინ ზიდანმა „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ, ვინაიდან ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ კატალონიაში ჩამოვედით და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. აქტივში 3 ქულის ჩაწერის გარდა, ჩემმა გუნდმა უდიდესი ფსიქოლოგიური მუხტი მიიღო. სეზონი კარგად დავიწყეთ, მაგრამ ეს ყველას დაავიწყდა, როდესაც „კადისთან“ და „შახტართან“ სათანადო თამაში ვერ ვაჩვენეთ მაყურებელს.“
„„რეალის“ ფეხბურთელების თამაშისგან დიდი სიამოვნება მივიღე. ლუკა მოდრიჩი განსაკუთრებული იყო. ხორვატი ფეხბურთელი მოედანზე შესვლის წუთიდან აქტიურობდა და ძალიან დიდი უპირატესობა მოგვაპოვებინა. ბრავო ბიჭებს, მე ბედნიერი ვარ.“
„გუნდური სულისკვეთება უპირველესია. ჩემმა გუნდმა დღეს „ბარსელონას“ მინუსები კარგად შეისწავლა და მეტოქეს სწორედ იქ დაარტყა, სადაც პრობლემატური წერტილები არსებობდა. მსურს ვუთხრა კუმანს, რომ მას ძალიან საინტერესო ახალგაზრდები ჰყავს, რომლებიც ფიზიკურად და ტექნიკურად შესანიშნავი მოთამაშეები არიან და დიდი მომავალი აქვთ, აღფრთოვანებული ვარ მათი მონაცემებით.“
„სერხიო რამოსი უნიკალური ფიგურაა. კარგია, რომ მას ტრავმა აღარ ჰქონდა და „ნოუ კამპზე“ ასპარეზობა შეძლო. კაპიტანის როლი ძალიან დიდია და ამაზე ხაზს ყოველთვის ვუსვამ.“
„საკამათო პენალტი? ყველა კითხვა მაშინ მოიხსნა, როდესაც მსაჯი თავად მივიდა ეკრანთან და მომენტი რამდენჯერმა გაამეორა.“
„ეს იყო დამსახურებული გამარჯვება და თუ ვინმე ასე არ ფიქრობს, ეს მისი პრობლემაა.“
- 24 ოქტომბერი 2020
- 10 410
- 13