ზიდანის გათავისუფლება სავსებით რეალურია
ესპანური პრესა ზინედინ ზიდანის მადრიდის „რეალიდან“ შესაძლო გათავისუფლების შესახებ წერს.
ფლორენტინო პერესმა გუშინ ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი მოინახულა, თუმცა საუბრის დეტალები გასაიდუმლოებულია.
ესპანური პრესის ცნობით, ზიზუს ბედი უკვე სასწორზე დევს. ახლა ფრანგს შანსი მიეცა, რომ სიტუაცია გამოასწოროს. თუ „რეალი“ „ელ კლასიკოშიც“ ასე საშინელ თამაშს განაგრძობს და მომდევნო 2 ტურშიც ვერაფერს მოახერხებს, ფრანგი თანამდებობას დატოვებს.
პერესი აცნობიერებს, რომ შეტევაში პრობლემებია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „რეალში“ რამდენიმე მსოფლიო დონის ვარსკვლავი დღემდე ირიცხება და ამ შემადგენლობით კოლექტივს მატჩში 1 გოლის გატანა ასე არ უნდა უჭირდეს.
- 22 ოქტომბერი 2020
- 2 040
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.