ზიდანი:„პასუხისმგებლობას თავად ვიღებ“
„შახტართან“ წაგების შემდეგ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა...
„პირველ ტაიმში ჩემი ფეხბურთელები მოედანზე მხოლოდ დარბოდნენ და სხვას ვერაფერს აკეთებდნენ. მსურს, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო. ახლა გამოსავალს ვეძებ და ვცდილობ, „ელ კლასიკოსთვის“ კოლექტივი უმაღლეს დონეზე იყოს მომზადებული.“
„შაბათი ძალიან სწრაფად მოვა. ჩვენ დრო არ გვაქვს, ამიტომ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და მოვინდომოთ.“
„როტაციის გარეშე 3 დღეში ერთხელ უმაღლეს დონეზე თამაში გამორიცხულია. დიახ, ცვლილებები აუცილებელია და უკრაინელებთან დაპირისპირებაშიც მივიღე ეს გადაწყვეტილება. ჯერ არ ვიცი, რა სახის თერთმეტეულს გამოვიყვან „ელ კლასიკოში“.“
„მეორე ტაიმში გუნდმა სურათი შეცვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ თამაში შეგვიძლია და პრობლემა დეტალებშია, რომელიც უნდა გამოსწორდეს.“
„თუ სიტუაციას ვერ გამოვასწორებ, სრულ პასუხისგემლობა ავიღებ, მათ შორის თანამდებობითაც. „ელ კლასიკო“ ბევრს ნიშნავს, ვნახოთ რა მოხდება.“
„სენსაცია? როდესაც „რეალი“ პირველ ტაიმში 0:3-ს აგებს, რა თქმა უნდა საქმე სენსაციასთან გვაქვს, თუმცა მეორე ტაიმში სიტუაცია შედარებით შემსუბუქდა.“
„ინტრიგებზე აყოლას არ ვაპირებ. მე მსურს, რომ გუნდმა სიმშვიდე შეინარჩუნოს, წინ ხომ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებები გვაქვს.
„მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს პრობლემების მოგვარება შეუძლიათ, მათ ნამდვილად აქვთ ამის ძალა და პოტენციალი, დანარჩენს მომდევნო დღეები გვიჩვენებს. საკმაოდ სერიოზულ სამუშაოებს გავატარებთ.“
- 21 ოქტომბერი 2020
- 10 331
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.