მოდრიჩი:„ახლა ტირილის დრო არ არის“

ლუკა მოდრიჩმა „შახტარს“ ფანტასტიკური გოლი გაუტანა, მაგრამ ეს არც მოსაგებად იყო საკმარისი და არც ყაიმის დასაფიქსირებლად. ხორვატმა მოთამაშემ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...

„ახლა ტირილის დრო არ არის. სასწრაფოდ ბევრი რამეა შესაცვლელი. ჩვენ პირველ ტაიმში მოედანზე ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ, მეორე ნახევარში კი ვაჩვენეთ, რომ გაცილებით უკეთესი ხარისხის ფეხბურთის ჩვენება შეგვიძლია.“

„არ ვიცი მთავარი პრობლემა რა იყო. პირველი ტაიმის შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ 3 გოლის გატანა ვეღარ მოვახერხეთ. ჩვენ შეგვეძლო „ქამბექი“, მაგრამ არ გაგვიმართლა.“

„„შახტარი“ შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. უნდა აღინიშნოს, რომ დონეცკელების შემადგენლობაში არაერთი სწრაფი და ტექნიკური მოთამაშე გამოდის, რომელთა გაჩერება მარტივი არ არის. ამ კოლექტივთან ჭიდილი ყველას უჭირს.“

„კარგია, რომ წინ „ელ კლასიკო“ გველის. ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იქნება და საკუთარ თავებს ვაჯობებთ.“

  • Hala
  • 21 ოქტომბერი 2020
  • 1 202
  • 5

1

21 ოქტომბერი 2020 23:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 832
პრობლემა ის კიარ არის დღეს ან წინაზე რო წავაგეთ, კარგი დავაბრალებთ უფორმობას წაგებას მარა აი მოგებითაც რო ვიგებთ თუნდაც 5 თამააშს ზედიზედ ან მეტს მაშინაც არ არის სასიამოვნო დიდად რეალის თამაში საყურებლად. აქ ხარისხზეა თამაშის საუბარი თორე წაგება წაგებაა და რასიზამ კაცი , მოგებასაც რო მუღამი არ აქ ეგაა უბედურება ისე თამაშობს ეს რეალი.

2

21 ოქტომბერი 2020 23:13

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გაიტანე მარა მარსელო გაიყოლე და წადი.

სხვათაშორის აქ ყოველთვის იყო ბრალდებები ვარი აგებიებს რეალსო, და რახდება ახლა ნეტა?

ყველას გთხოვთ, იმენა იოვიჩი აღარ ახსენოთ არასოდეს. გთხოვთ, ბენზემასაც რომ ვერ აჯობებ

3

21 ოქტომბერი 2020 23:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 971
ეგ ვინისიუსი კიდევ რა ჩობანია, გაეცალე დარტყმის მომენტში მეკარეს რომ უდგახარ წინ.
-----------------------
ჰალამადრიდ.

4

22 ოქტომბერი 2020 10:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 265
ციტატა: oto.reali
ეგ ვინისიუსი კიდევ რა ჩობანია, გაეცალე დარტყმის მომენტში მეკარეს რომ უდგახარ წინ.

გაცლას ვერ ასწრებდა, მაგრამ საერთოდ აფსაიტში რო იდგა რას ელოდებოდა? პასს მიიღებდა და გაიტანდა? მაგარი უტვინოა.

5

22 ოქტომბერი 2020 12:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 778
აუცილებლად უნდა წავიდეს მოდრიჩი და მარსელო

იმედია მბაპე ჰოლანდი კამავინგა უეჭველი დაიდება ასევე დასაბრუნებელია ჰაკიმი და რეგილონი

[hide][/hide]დებრუინი დაგვხატავდა ისე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)