აზარი კიდევ 1 თვეს იუქმებს!
ესპანური გამოცემები ახალ და მართლაც ძალიან იმედგამაცრუებელ ინფორმაციას იუწყებიან, რომელიც სამეფო კლუბის ბელგიელ წინახაზელს, ედენ აზარს ეხება.
უახლესი ინფორმაცია ნამდვილად შოკისმომგვრელია, რომელიც ედენის 1 თვიან უქმობას ითვალისწინებს.
ახალი ინფორმაციით, აზარი მოედანს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ნოემბრის სანაკრებო პაუზა დასრულდება.
გამოდის, რომ ყველაზე კარგ ვარიანტში ედენს მოედანზე გასვლის საშუალება 21 ან 22 ნოემბერს, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ დაპირისპირებაში მიეცემა.
- 20 ოქტომბერი 2020
- 8 924
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.