კურტუა:„როდესაც „რეალში“ თამაშობ, ყველა ტურნისთვის უნდა იბრძოლო“
ტიბო კურტუამ „შახტართან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია საინტერესო თემებზე ისაუბრა...
„ჩემპიონთა ლიგა მნიშვნელოვანია, როგორც ჩემთვის, ასევე „რეალის“ ყველა ფეხბურთელისთვის. ვეცდებით, გავიმარჯვოთ და აქტივში 3 ქულა ჩავიწეროთ.“
„თითოეული მოთამაშე მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა სასურველი შედეგი იქნას მიღწეულია. წინა თამაში ჩავაგდეთ, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდება. მთავარი ის მოტივაციაა, რომელიც გუნდში არსებობს. ვეცდები, კარი მშრალად შევინახო და ჩემი როლი შევიტანო წარმატებაში.“
„„რეალში“ მოსვლის შემდეგ გარკვეული დრო დამჭირდა ადაპტაციის გასავლელად. ახლა ყველაფერი წესრიგშია და ვფიქრობ, მოწოდების სიმაღლეზე ვდგავარ.“
„როდესაც საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხება, „ბლანკოსი“ ყოველთვის არის ფავორიტთა სიაში.“
„რამოსი მსოფლიო კლასის მწვრთნელია, როდესაც მას მოედანზე ვხედავთ, სულ სხვა მოტივაცია და შემართება გვაქვს. არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ესპანელი „შახტარის“ წინააღმდეგ.“
„ხარისხი, რომელიც ლა ლიგაში არსებობს გასაკვირი არ არის. ყველა გუნდი უმჯობესდება, სწორედ ეს ხდის ესპანეთის ჩემპიონატს ყველაზე მიმზიდველს. დიახ, „კადისთან“ პრობლემები იყო, ახლა კი სხვა დეტალებზეც გავამახვილოთ ყურადღება. ლა ლიგა ცუდად არ დაგვიწყია და 3 თამაშში კარის მშრალად შენახვაც შევძელით, რაც მარტივი არ არის.“
„სეზონი საკმაოდ ძნელი და მძიმე მატჩებით არის სავსე. ვფიქრობ, ყველაფრის მოგება შეგვიძლია, თუ ტაქტიკურად სწორ ფეხბურთს ვითამაშებთ და ძალებს გადავანაწილებთ. საჭირო რესურსი ნამდვილად გვაქვს, ახლა მთავარი სწორი გზით სვლაა.“
„ლა ლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა? როდესაც „რეალის“ ფეხბურთელი ხარ, არჩევანს არ აკეთებ, შენ ყველა ტურნირზე ბოლომდე ბრძოლა გმართებს.“
„ლუნინი ძალიან ნიჭიერია ახალგაზრდაა. ვფიქრობ, უკრაინელი კიპერი „ბლანკოსში“ თავს დაიმკვიდრებს. მაქსიმუმს ვაკეთებ იმისათვის, რომ ანდრეის ჩემი გამოცდილება გავუზიარო.“
„დიდი იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან სტადიონებზე ქომაგები დაბრუნდებიან. მათ გარეშე ელფერი გარკვეულწილად იკარგება, თუმცა ამ ეტაპზე პანდემია მძვინვარებს და ჩვენც იძულებულები ვართ, არსებულ რეგულაციებს დავემორჩილოთ.“
- 20 ოქტომბერი 2020
- 650
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.