ზიდანი:,,რამოსმა ვერ ივარჯიშა"
ზინედინ ზიდანმა „შახტართან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ეს იქნება პირველი დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, რომელსაც „დი სტეფანოზე“ გავმართავ. ვფიქრობ, მოგება გვმართებს და ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ.“
„პრობლემები არსებობს, მაგრამ ვმუშაობთ, რომ ყველაფერი მოგვარდეს. „კადისთან“ თამაშის მერე დიდი კრიტიკა დავატყდა თავს, თუმცა ეს ბუნებრივია.“
„შარშანდელი მარცხი „მალიორკასთან“? ვერ გეტყვით, რომ ახლა პარალელებს ვავლებ. სიმართლე ის არის, რომ მიმდინარე სეზონში უკვე 2 მატჩში დავკარგეთ ქულები, რაც თავისთავად ძალიან ცუდია. ვეცდებით, შედეგები გამოვასწოროთ და უკეთესი ხარისხის ფეხბურთი ვაჩვენოთ ქომაგებს.“
„„რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის ფავორიტია და თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, მე შეწინააღმდეგებას არ ვაპირებ. ჩვენი გუნდის მიზანი ყოველთვის არის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა და წარმატების მიღწევა.“
„აზარს ძალიან მალე ვიხილავთ, ის მწვანე მინდორზე ვარჯიშობს და მალე სრულად მზად იქნება. ბელგიელთან დაკავშირებით რისკს აღარ გავწევთ.“
„ისკოს და მარსელოს კრიტიკა მიუღებელია. ჩვენ ყველა ერთ გემში ვსხედვართ, ერთად ვიგებთ და ერთად ვმარცხდებით.“
„უკან არასდროს ვიხევ. მიყვარს ტემპიანი ფეხბურთი, თანამედროვები ტენდენციები კი სწორედ ამას გვკარნახობს.“
„სერხიო რამოსმა ნორმალურად ვერ ივარჯიშა, ამიტომ სესიიდან მოვხსენი. სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომესპანელი მზად არ არის.“
„ისკოს კლასზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მას კრიტიკოსებიც ჰყავს, მაგრამ მერწმუნეთ, ესპანელი ძალიან დიდი ნიჭის მქონე ფიგურაა.“
„გოლების ნაკლებობის მხრივ პრობლემებს მეც თქვენთან ერთად ვხედავ, მაგრამ „ბლანკოსს“ იდეალური გამოსავალი არაერთხელ მოუძებნია.“
„კურტუაც ერთ-ერთი მოთამაშეა, ვის მიმართაც კრიტიკა ისმოდა, მაგრამ ალბათ ხედავთ, რა დონის კარის დარაჯზე გვაქვს საუბარი, მისი ადაპტაცია მალევე დასრულდა და ახლა ბელგიელზე დიდ იმედებს ვამყარებთ.“
„„ელ კლასიკოს“ შემადგენლობაზე“ ჯერ ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან „შახტარზე“ ვფიქრობ, ჩვენი მეტოქე საკმაოდ კონკურენტუნარიანია.“
- 20 ოქტომბერი 2020
- 3 459
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.