ფლორენტინო პერესმა ჰოლანდისთვის წინადადება მოამზადა!
ფლორენტინო პერესი ერლინგ ჰოლანდის შეძენას გეგმავს. ესპანელ მმართველს გადაწყვეტილება მტკიცედ აქვს მიღებული და არ აპირებს იმ შეცდომების დაშვებას, რომელიც ლევანდოვსკისთან მიმართებაში დაუშვა.
პოლონელ ფეხბურთელს სამეფო კლუბს ჯერ კიდევ 2014 წელს უკავშირებდნენ, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა, ვინაიდან პერესმა საკმარისი თანხა არ გადაიხადა.
ამის შემდეგ რობერტმა „ბაიერნისკენ“ აიღო გეზი. ინტერესი 2017 წელსაც განახლდა, თუმცა ამაოდ. საბოლოო ჯამში, გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ლევანდოვსკი „ბლანკოსში“ აღარასდროს ითამაშებს და ეს პერესის შეცდომაა.
ახლა ფლორენტინო იგივეს გამეორებას არ გეგმავს მითუმეტეს მაშინ, როდესაც კლუბში გამტანი ფორვარდის ყოლა აუცილებელია.
2014-სა და 2017-ში გუნდში ბენზემა, რონალდუ, ბეილი და სხვები იყვნენ და ამ მხრივ შეტევის ხაზში პრობლემები არ იკვეთებოდა, ამ ეტაპზე სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. გუნდს სჭირდება ჰოლანდი და პერესი ამ ტრანსფერზე უკვე სერიოზულად ამუშავდა.
„რეალი“ აპირებს, რომ ნორვეგიელს ხელფასის სახით 8 მილიონი ევრო შესთავაზოს, ეს არის იმ თანხაზე 100%-ით მეტი, რამდენსაც ერლინგი „დორტმუნდში“ წლიურად გამოიმუშავებს. ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ „ბლანკოსი“ მოლაპარაკებებს 2021-ის ზაფხულშივე დაიწყებს, თუნდაც შეთანხმება 2022-ში შედგეს.
- 20 ოქტომბერი 2020
- 1 097
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.