ზიდანი „ელ კლასიკოში“ „მძლავრი ნახევარდაცვის“ ამოქმედებას გეგმავს!
ზინედინ ზიდანი „ელ კლასიკოზე“ უფრო ფიქრობს. ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ფრანგი სპეციალისტი „ბარსელონას“ წინააღმდეგ ტაქტიკას შეცვლის...
დიდი ალბათობით, ზიზუ 4-4-2, ან 4-5-1 სქემას გამოიყენებს. პირველ შემთხვევაში ნახევარდაცვას კაზემირო, ვალვერდე, კროოსი და მოდრიჩი დააკოპლექტებენ, რაც თავისთავად მოედნის ცენტრში დიდი ძალა იქნება.
მეორე ვარიანტში უკვე არსებულ ოთხეულს ისკოც დაემატება. გასაგებია, რომ ალარკონი ფორმაში არ არის, მაგრამ მისი გამოცდილება და თამაშის სტილი „ბარსელონას“ წინააღმდეგ ყოველთვის ფასდაუდებელია, ის კატალონიელებთან საჭირო ფიგურა გახლავთ.
ამ ყველაფრის ფონზე გამოდის, რომ წინა ხაზს 4-4-2 სქემის შემთხვევაში ვინისიუსი-ბენზემას დუეტი გაამაგრებს, ხოლო 4-5-1-ის შემთხვევაში წინ მხოლოდ კარიმი რჩება, სადაც მას თავის მხრივ მარჯვნიდან ვალვერდე, ხოლო მარცხნიდან კროოსი და ზოგ შემთხვევაში ისკო დაეხმარება.
- 20 ოქტომბერი 2020
- 1 352
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.