ჩემპიონთა ლიგაზე „რეალი“ რამოსის გარეშე ვერ თამაშობს
იშვიათად ფიქსირდება ფაქტი, როდესაც „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მატჩს რამოსის გარეშე თამაშობდა. უნდა აღინიშნოს, რომ კაპიტანის გარეშე კლუბს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ძალიან უჭირს.
2019/20 წლების სეზონში „რეალმა“ რამოსის გარეშე „პსჟ“-სთან 3-0 წააგო, ხოლო „სიტისთან“ 2-1.
2018/19 წლების სეზონში „ბლანკოსს“ „აიაქსის“ წინააღმდეგ თამაში მოუწია სერხიოს გარეშე და მატჩი 1-4 დათმო, ამავე სეზონში „მერენგებმა“ მოსკოვის „ცსკა“-სთან სამარცხვინო, 0-3 მარცხი განიცადეს, სადაც კაპიტანი კვლავ არ იყო საქმეში.
2017/18 წლების სეზონში „ბლანკოსმა“ რამოსის გარეშე „იუვენტუსთან“ ითამაშა და 1-3 დამარცხდა.
ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ მატჩებისა, რომელიც „რეალს“ კაპიტანის გარეშე ჰქონდა.
ფაქტია, რომ დაცვაში ესპანელის გარეშე თამაში წარმოუდგენელია.
- 20 ოქტომბერი 2020
- 702
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.