მიჩელი:„„რეალს“ აზარი ჰაერივით სჭირდება“
ლეგენდარული მიჩელის განცხადებით, „რეალს“ ედენ აზარი ჰაერივით სჭირდება, ამიტომ ბელგიელ ფეხბურთელზე ფსიქოლოგიური ზეწოლა სრულად უნდა მოიხსნას.
„როდესაც შენში ასტრონომიულ თანხას იხდიან, ზეწოლა იმატებს, ეს ბუნებრივიცაა. პროფესიონალები იმიტომ ვართ, რომ ასეთ სიტუაციებსაც გავუძლოთ, თუმცა ფაქტია, რომ აზარს არ უმართლებს. ედენს უკვე დიდი ისტორია აქვს, რომელიც დაზიანებებს უკავშირდება.“
„ფაქტია, რომ ახლა ერთადერთი გამოსავალი ბელგიელის გამოჯანმრთელება და შეტევითი ხაზის ეფექტურობის ზრდაა, ამიტომ აზარზე ზეწოლა უნდა მოიხსნას და ფეხბურთელს მეტი თავისუფლება უნდა მიეცეს.“
„გუნდს, რომელსაც წინა ხაზში 7 ფეხბურთელი ჰყავს, თითო თამაშში 2 გოლსაც ვერ იტანს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ერთის გატანაც უჭირს.“
- 18 ოქტომბერი 2020
- 1 354
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.