სავარაუდო ტრანსფერები

ჟოზე მოურინიო უკვე დაინიშნა მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელად და მალე მისი პრეზენტაციაც შედგება. პორტუგალიელმა ესპანურ გამომცემლობა AS-თან საუბრისას განაცხადა, რომ მისი გუნდი შეტევაზე იქნება ორიენტირებული, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ დაცვა იქნება საიმედო.

ყველამ კარგად ვიცით, რომ მოურინიო პერესს პირველ რიგში მაიკონის შეძენას მოთხოვს, თუმცა ამის გაკეთება რთული იქნება, რადგან მის გადაბირებას მანჩესტერ სიტიც ცდილობს და მზად არის მასში სოლიდური თანხა გადაიხადოს. ბრაზილიელის გადმოსვლის შემთხვევაში ჩნდება კითხვა სად უნდ ითამაშოს სერხიო რამოსმა? მოურინიოს თქმით რამოსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და ის დაცვის ცენტრშიც მშვენივრად ითამაშებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ტრანსფერი არ განხორციელდა სერხიო კვლავ თავის საყვარელ პოზიციაზე დარჩება, სამაგიროდ მადრიდის რეალს დავიდ ლუისი ან ვიდიჩი შეუერთდება.

მოურინიომ იცის, რომ სამეფო კლუბს პრობლემები აქვს დაცვის მარცხენა ფლანგზე და ამ პრობლემის მოგვარებას კოლაროვის შეძენით აპირებს, რომელიც სავარაუდოდ მადრიდის რეალის პირველი შენაძენი იქნება და კლუბს სერბი ფეხბურთელი 18 მილიონი დაუჯდება. მოურინიო უკმაყოფილოა მარსელოს დაცვაში თამაშით და სავარაუდოდ ბრაზილიელი მოუს რეალში ნახევარმცველის ამპულას შეითვისებს. საყრდენი ნახევარდაცვის გაძლიერებას რაც შეეხება ნომერ პირველი კანდიდატი ხაბი ალონსოს პარტნიორად დე როსი მოიაზრება, მაგრამ რომა მის გაყიდვას არ ჩქარობს. თუ ეს ტრანსფერი ჩიხში შევიდა ხაბის ძველ თანაგუნდელ სტივ ჟერარდს შეუწყვილებენ და ეს პრობლემაც მოგვარდება.

რაც შეეხება შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას მოურინიო დი მარიას გადმობირებაზე უარს არ იტყოდა იმ შემთხვევაში, თუ კლუბს ის იაფი დაუჯდება. ბენფიკა არგენტინელს 35 მილიონ ევროდ აფასებს და სამეფო კლუბის ახალი დამრიგებლისათვის ეს თანხა მიუღებელია.

ინფორმაციის წყარო: AS.COM

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)