„რეალმა“ „კადისთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა
ზინედინ ზიდანის შეგირდებმა ფინალური ვარჯიში გამართეს. ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის გუნდი შემჭიდროვებულ ვადებში მოემზადა, ვინაიდან სანაკრებო ბატალიების გამო ზიზუმ რეალურად მხოლოდ 2 სრულფასოვანი ვარჯისის გამართვა შეძლო...
დღევანდელ სესიაზე კოლექტივმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. გახურების და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესების შემდეგ გუნდმა აქცენტი ტაქტიკურ მონახაზებზე, ბურთის ფლობასა, კარში ზუსტ დარტყმებსა და მოკლე სივრცეში კომბინაციურ თამაშზე გააკეთა.
ტრავმირებული ფეხბურთელები აღდგენით პროცესს გადიან.
- 16 ოქტომბერი 2020
- 658
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.