„რეალი“ ჰოლანდისთვის მიმზიდველ წინადადებას ამზადებს
ერლინგ ჰოლანდთან დაკავშირებით სიახლეებია. ფლორენტინო პერესი დარწმუნდა, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელის საოცარი წარმოდგენები შემთხვევითობა არ არის და ის აღარ ხუმრობს.
2021 წელს წინახაზელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდება.
ესპანური გამოცემების ცნობით, „ბლანკოსი“ „დორტმუნდისთვის“ წინადადებას უკვე ამზადებს, რომელიც ძალიან მიმზიდველი იქნება.
„მერენგები“ აპირებენ, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადონ და ამასთან ერთად გერმანიაში 1 წლით დანი სებალიოსი და ბრაჰიმ დიასი გაუშვან.
ფლორენტინო პერესის აზრით, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა ამ წინადადებაზე აუცილებლად დაფიქრდება.
- 15 ოქტომბერი 2020
- 8 133
- 13
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.