„კადისთან“ მატჩისთვის მზადება გრძელდება
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები „კადისთან“ დაპირისპირებისთვის მზადებას განაგრძობენ. აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანის განკარგულებაში თითქმის მთელი გუნდია, ვინაიდან ეროვნული ნაკრებების მატჩები დასრულდა და „ბლანკოსს“ ფეხბურთელები დაუბრუნდნენ.
სესიაზე დიდი ყურადღება გამახვილდა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე.
ვარჯიშის მეორე ნახევარში ზიდანმა ფეხბურთელების ტაქტიკური მონახაზები გააცნო და ასევე კარში დარტყმებზეც ავარჯიშა.
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ, შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ სრულფასოვან დატვირთვას იღებს ტიბო კურტუა.
ტრავმირებული მოთამაშეები აღდგენით პროცესს გადიან.
ხვალ „რეალი“ ფინალურ ვარჯიშს გამართავს, 17 ოქტომბერს კი ლა ლიგის მომდევნო ტურს ითამაშებს.
- 15 ოქტომბერი 2020
- 522
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.