Marca - აზარი „ელ კლასიკოში“ 100%-ით გამოირიცხა!
ესპანური Marca იუწყება, რომ ედენ აზარის „ელ კლასიკოში“ თამაში 100%-ით გამოირიცხა.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, აზარი მადრიდის „რეალის“ ოქტომბრის მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
აზარი ბოლომდე მზად არ არის. ბელგიელ ფეხბურთელს სურს, რომ ყოველგვარი რისკი გამოირიცხოს და მოედანზე ადრე თუ გვიან დაბრუნების შემდეგ პროგრესირება შეძლოს. ედენი დაიღალა მუდმივი ტრავმებითა და პრობლემებით, ამიტომ მწვანე მინდორზე მხოლოდ მას შემდეგ გავა, როდესაც მედიკოსთა მხრიდან არანაირი კითხვისნიშანი აღარ იქნება.
დღევანდელი მონაცემებით ბელგიელი შემტევი ვერ ითამაშებს „კადისთან“, „შახტართან“, „ბარსელონასთან“ და „გლადბახთან“.
31 ოქტომბერს ან 1 ნოემბერს „რეალის“ მეტოქე „უესკა“ იქნება, სადაც დიდი ალბათობით, აზარი მოედანზე გამოჩნდება.
- 15 ოქტომბერი 2020
- 1 317
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.