ზიდანი „კადისთან“ ცვლილებებს გეგმავს
ლა ლიგის მომდევნო ტურში ზიდანი სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს. გამომდინარე იქედან, რომ სანაკრებო მატჩებში კროოსმა და მოდრიჩმა დიდი დატვირთვა მიიღეს, დიდი ალბათობით, ისინი „კადისთან“ სათადარიგოთა სკამზე დაჯდებიან.
შანსს მიიღებს ნაჩო ფერნანდესი, რომელიც მარჯვენა ფლანგს გაამაგრებს.
ზიზუ ფიქრობს, რომ სასტარტოში კურტუა, ნაჩო, რამოსი, ვარანი, მენდი, კაზემირო, ვალვერდე, ოდეგორი, ასენსიო, ვინისიუსი და ბენზემა დააყენოს.
„რეალს“ მხოლოდ 2 დღე ექნება იმისათვის, რომ მომდევნო ტურისთვის სრულფასოვნად მოემზადოს.
- 15 ოქტომბერი 2020
- 824
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.