ალექს ფერნანდესი:„ნაჩო ისე არ ფასდება, როგორც იმსახურებს“
ნაჩო ფერნანდესის ძმა, ალექს ფერნანდესი „კადისის“ ღირსებას იცავს. 17 ოქტომბერს „რეალის“ მეტოქე სწორედ აღნიშნული გუნდი იქნება და ჩვენ ძმების დაპირისპირებას ვიხილავთ. ალექსმა მადრიდის „რეალსა“ და ნაჩოზე ისაუბრა...
„როდესაც ეთამაშები გუნდს, სადაც კროოსი და მოდრიჩი გამოდიან, შეუძლებელია ფავორიტად ჩაითვალო, თუმცა „რეალი“ დაუმარცხებელი გუნდი არ არის.“
„ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვგეგმავთ, დანარჩენს კი ყველა ერთად ვიხილავთ.“
„ნაჩო შესანიშნავი ფეხბურთელია. დღევანდელ ფეხბურთში უნივერსალები ძალიან ფასდებიან. ჩემს ძმას ერთ დონეზე შეუძლია თამაში, როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარჯვენა და მარცხენა ფლანგზე. დიახ, მას საოცარი კარიერა აქვს, მაგრამ სათანადოდ მაინც არ არის დაფასებული.“
- 15 ოქტომბერი 2020
- 623
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.