ზიზუ მბაპეს ცენტრ ფორვარდის პოზიციაზეც განიხილავს
ზინედინ ზიდანს კილიან მბაპესთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს, სწორედ ამიტომ „რეალის“ უმთავრესი სატრანსფერო სამიზნე 2021 წლის ზაფხულში ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი იქნება...
ზინედინი მბაპეს ცენტრ ფორვარდის პოზიციაზეც განიხილავს. გასაგებია, რომ კილიანი საფრანგეთის ნაკრებსა და „პსჟ“-ში სუფთა ტიპის ფორვარდი არ არის და ძირითადად ფლანგიდან უტევს, თუმცა მისგან ცენტრ-ფორვარდის მიღებაც შეიძლება.
ზიზუ ითვალისწინებს, რომ „რეალის“ სტილიდან გამომდინარე, გუნდს მოძრავი ფორვარდი სჭირდება, თუნდაც ისეთი, როგორიც კარიმ ბენზემა გახლავთ.
უკვე მრავალი წელია, „რეალი“ ტიპიურ, მძიმე „9“-იანს არ იყენებს.
მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე მბაპეს გამართლების შემთხვევაში, ფლანგებზე გაცილებით მეტი შანსი ექნებათ აზარს, ვინისიუსს, როდრიგოსა და მარკო ასენსიოს.
იმ შემთხვევაში, თუ „რეალი“ მბაპესთან ერთად ჰოლანდის დამატებასაც შეძლებს, ეს გეგმა განხორცილებას ნამდვილად აღარ დაექვემდებარება, ვინაიდან მთავარ მწვრთნელს კილიანის ფლანგზე გადაწევა და ტიპიურ ფორვარდად ჰოლანდის დაყენება მოუწევს.
- 14 ოქტომბერი 2020
- 3 325
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.