Defensacentral - პერესი რამოსთან შეთანხმების დახურვას ჩქარობს!
ესპანური გამოცემა - Defensacentral იუწყება, რომ ფლორენტინო პერესი სერხიო რამოსთან შეთანხმების დახურვას ჩქარობს...
კაპიტანთან დაკავშირებით არაერთი სიახლე ხდება ცნობილი, რომელიც ევროპულ გრანდებს უკავშირდება.
ფლორენტინო პერესი სერხიოს ძმას და თავად კაპიტანს პირადად შეხვდება და ყველა დეტალს განიხილავს.
Defensacentral-ის ცნობით, პირობები არ იცვლება და სერხიო „რეალს“ თავს 2022 წლის ზაფხულამდე დაუკავშირებს. ამასთანავე კონტრაქტში იქნება შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მხარეები +1 წლის დამატებაც შეეძლებათ.
ამ ნაბიჯით პერესი ყველა ჭორზე წერტილის დასმას აპირებს, რომელიც „პსჟ“ და „იუვენტუსს“ უკავშირდება.
- 14 ოქტომბერი 2020
- 731
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.