ნაჩო სასტარტოში მოსახვედრად და ძმასთან დასაპირისპირებლად ემზადება
ნაჩო ფერნანდესი ლა ლიგის მომდევნო ტურში დიდი ალბათობით სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან. ზინედინ ზიდანს მარჯვენა მცველი არ ჰყავს, ვინაიდან დანი კარვახალი და ალვარო ოდრიოზოლა ტრავმირებულები არიან, აქედან გამომდინარე, ნაჩოს პოზიციის შეცვლა მოუწევს.
ნაჩეტე 99%-იანი ალბათობით „კადისის“ წინააღმდეგ სასტარტოში ითამაშებს, ის ბოლომდე იხარჯება და კიდევ ერთხელ აპირებს, რომ ზიდანს საკუთარი ძალა აჩვენოს.
ნაჩოზე ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლები გათვლა კეთდება, თუმცა ტრავმებიდან გამომდინარე, ფერნანდესი შანსს კვლავ მიიღებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ესპანელი ფეხბურთელის ძმა, ალექს ფერნანდესი „კადისის“ ღირსებას იცავს, აქედან გამომდინარე, 17 ოქტომბერს შესაძლოა ძმები სხვადასხვა ბანაკში ვიხილოთ.
- 14 ოქტომბერი 2020
- 1 076
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.