„რეალი“ დე ლიხტისთვის ბრძოლის განახლებას გეგმავს
სერხიო რამოსი საოცარ ფორმაშია, მაგრამ მისი ასაკი მადრიდის „რეალს“ ძალიან აშინებს. ფლორენტინო პერესი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გუნდში კაპიტანის ღირსეული შემცვლელი მოიყვანოს...
ერთ-ერთ ვარიანტად მატის დე ლიხტი განიხილება, თუმცა რამდენად დაყოლიებადია ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა მეორე საკითხია.
პერესი აპირებს, რომ 2021 წლის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბებერ ქალბატონს“ მიმზიდველი წინადადებით მიმართოს.
დე ლიხტის პერსპექტივიდან გამომდინარე მისი ტრანსფერი მარტივი არ იქნება, თუმცა არც შეუძლებელი.
იტალიური გამოცემები იუწყებიან, რომ პირლოს გუნდს დაცვაში ისედაც „დაბერების სინდრომი“ აქვს და დე ლიხტის გაშვებით კიდევ უფრო პრობლემას შეიქმნის, მაგრამ „ბლანკოსის“ წინადადება ფინანსური თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველი უნდა იყოს.
- 13 ოქტომბერი 2020
- 905
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.