როგორ მიმდინარეობის კარვახალის გამოჯანმრთელების პროცესი?
როგორც იცით, „ლევანტესთან“ მატჩისწინა ვარჯიშზე, დანიელ კარვახალმა მუხლის ტრავმა მიიღო.
კლუბის მედიკოსების განცხადებით, ესპანელი მცველის დაზიანება საკმაოდ ყურადსაღებია და მას სულ მცირე 2 თვე დასჭირდება რეაბილიტაციისათვის.აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, „ორიანს“ არა ერთი დაპირისპირების გამოტოვება მოუწევს, მათ შორისაა „ელ კლასიკოა“ და ჩემპიონთა ლიგის სასტარტო ტურები.
მიუხედავად ყველაფრისა, დანი იმედიანად არის განწყობილი.ის სოციალური ქსელების მეშვეობით მადლობას უხდის ქომაგებს და აღნიშნავს, რომ გამოჯანმრთელების პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მისი ერთ-ერთი ბოლო გამოხმაურებიდან ჩანს, რომ ფეხბურთელი თავისუფალი დროის ნაწილს ვიდეოთამაშებს უთმობს (იხ.სურათი)
ცხადია, ზიდანისათვის დიდი დანაკლისია კარვახალის არყოფნა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ფრანგი დამრიგებელი რისკზე წასვლას არ აპირებს და მხოლოდ მაშინ მისცემს განაპირა მცველს მოედანზე დაბრუნების საშუალებას, როდესაც 100 პროცენტით მზადყოფნაში იქნება. წინა წლის სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, დანიელი რიგით მე-6 ყველაზე გამოყენებადი მოთამაშე იყო ზიზუს შემადგენლობაში.
AS
- 12 ოქტომბერი 2020
- 1 365
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.