აზარის ღირებულება მნიშვნელოვნად დაეცა
ბოლო 24 თვის განმავლობაში ბელგიელი ნახევარმცველის სატრანსფერი ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა.
როგორც იცით, ედენ აზარი 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა სამეფო კლუბს. მადრიდელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 140 მლნ. ევრო გაიღეს, საიდანაც 100 „ჩელსის“ ბიუჯეტში გადაირიცხა, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა სერვისებში. გაუთავებელი ტრავმების გადამკიდე, რაც ფეხბურთელს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას არ აძლევს და ამას დამატებული კორონავირუსის პანდემიისგან შექმნილი სიტუაცია სატრანსფერო ბაზარზე, „შვიდიანი“ სატრანსფერო ღირებულება მთელი 90 მილიონი ევროთი შემცირდა. თუ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადაბარგებამდე ცნობილი Transfermarkt-ი მის პოტენციალს 150 მლნ. ევროდ აფასებდა, ახლა ეს ციფრი 60 მილიონამდე შემცირდა.
პარალელურად, კლუბის ხელმძღვანელობას სასტიკად არ მოწონს, როდესაც ნახევრად გამოჯანმრთელებულ აზარს ეროვნულ გუნდში იძახებენ და სანაკრეო ბატალიებს არა „ვალდებებასზე,“ არამედ სხვადასხვა ქვეყნებში ატარებს.უკმაყოფილონი და იმედგაცრუებულნი არიან გულშემატკივრებიც.ისინი დიდი ენთუზიაზმით ელოდებოდნენ ედენის ტრანსფერს, თუმცა მას შემდეგ, მხოლოდ ლაზარეთში ხედავენ „შვიდიანს.“ ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ „რეალში“ გატარებული ორივე პრე-სეზონის დროს, ბელგიელს წონის პრობლემა ჰქონდა.
AS
- 12 ოქტომბერი 2020
- 1 015
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.