მაიკონი სიტისაც მოუნდა
მანჩესტერ სიტის იტალიელ მწვრთნელ რობერტო მანსინის მაიკონის ინგლისში გადაბირება სურს. ქალაქელების თავკაცი დუგლასთან ერთად ინტერის მწვრთნელობისას მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრიტანული კლუბი მზად არის ბრაზილიელ მცველში 30 მილიონი გადაიხადოს, როგორც ჩანს მადრიდის რეალსა და ქალაქელებს შორის სერიოზული ბრძოლა გაიმრთება ფეხბურთელის მოსაპოვებლად. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინგლისელებს მადრიდის რეალის არგენტინული დუეტის: იგუაინისა და გაგოს შეძენა სურს.
რაც შეეხება თავად მაიკონს, ფეხბურთელმა თავის მომავალზე განაცხადა: "ამჟამად მსოფლიო თასის მოგება მსურს. სკუდენტოს, იტალიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, მსოფლიოს პირველობა სეზონის ყველაზე შესაფერისი გვირგვინი იქნება. ჩემი მომავალი კი გაურკვეველია. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი სამსახურით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული. გადაწყვეტილებას მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მივიღებ."
- 29 მაი 2010
- 1 665
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.