ტაკეფუსა „ვილიარეალიდან“ „მილანში“ მიდის?
ესპანური და იტალიური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ტაკეფუსა კუბოს ეხება. ზინედინ ზიდანი „ვილიარეალზე“ ძალიან გაბრაზებულია, ვინაიდან იაპონელ ფეხბურთელს სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლება, შეთანხმების პირობები კი სხვა რამეს ითვალისწინებდა.
იტალიური გამოცემების ცნობით, ტაკეფუსაზე „მილანი“ ნადირობს და მოლაპრაკებაც დაწყებულია.
ტრანსფერის შემთხვევაში, ტაკეფუსა „მილანში“ იანვარში წავა და სეზონის ბოლომდე „როსონერის“ ღირსებას დაიცავს.
„როსონერი“ პირობას დებს, რომ იაპონელი გაცილებით მეტს ითამაშებს, ვიდრე „ყვითელ წყალქვეშა ნავში“ თამაშობს.
- 12 ოქტომბერი 2020
- 3 334
- 12