„რეალი“, „ბარსა“ და „ჩელსი“ „ბაიერნის“ ვარსკვლავისთვის იბრძოლებენ
Sport1-ის ცნობით, მადრიდის „რეალი“, კატალონიის „ბარსელონა“ და ლონდონის „ჩელსი“ მიუნხენის „ბაიერნის“ ვარსკვლავისთვის ბრძოლაში ერთვებიან.
საქმე დავიდ ალაბას ეხება, რომელსაც „რეკორდმაისტერის“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს.
ალაბაზე პრეტენზიას რამდენიმე თვის წინ ხოსეპ გუარდიოლაც აცხადებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში „სიტიმ“ ფეხბურთელზე უარი თქვა.
28 წლის ფეხბურთელს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და მისი ხელში ჩაგდება უფასოდ იქნება შესაძლებელი.
ახლა „რეალს“ „ბარსელონასთან“ და „ჩელსისთან“ ბრძოლა ციფრებით მოუწევს. დიდი ალბათობით, დავიდი ხელფასს მიაქცევს ყურადღებას.
- 11 ოქტომბერი 2020
- 2 174
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.