მოდრიჩი:„„რეალში“ დარჩენა მსურს, მაგრამ ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“
ლუკა მოდრიჩმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.
„არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩემი მიზანი მადრიდის „რეალში“ დარჩენაა, მაგრამ თუ კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ჩემი კონტრაქტი არ განახლდება, ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოვეკიდები, ვინაიდან კარგად ვაცნობირებ ჩემს ასაკს.“
„ვთვლი, რომ ფიზიკური თვალსაზრისით ძალიან კარგ კონდიციაში ვიმყოფები და არანაირი პრობლემა არ მაქვს, სწორედ ამიტომ მსურს დარჩენა.“
„გიჟი მიწოდეთ, თუ ჩემი ნებით მივიღებ „ბლანკოსიდან“ წასვლის გადაწყვეტილებას, ვინაიდან ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია.“
- 11 ოქტომბერი 2020
- 1 074
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.