„რეალი“ ტრანსფერებში 450 მილიონ ევროს დახარჯავს!

მადრიდის „რეალმა“ სპონსორებთან უკვე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ მომდევნო წელს მასშტაბური სატრანსფერო კამპანია აწარმოოს. ფლორენტინო პერესის აზრით, ახლანდელი შემადგენლობა რესურსს მიმდინარე სეზონის ბოლოს ამოწურავს და რამდენიმე მაღალი კლასის ახალი სახის დამატება უმნიშვნელოვანესი იქნება.

სამეფო კლუბი 450 მილიონი ევროს მობილიზებას აპირებს, რათა უმაღლესი დონის ფეხბურთელები დაიმატოს.

ესპანური გამოცემების ცნობით, „ბლანკოსი“ ცდილობს, რომ დაახლოებით 200 მილიონიანი გრძელვადიანი სესხი აიღოს, რომლის აღებაშიც მხარდამჭერები მსხვილი სპონსორები იქნებიან.

დანარჩენი თანხის მობილიზება კი არსებული ბიუჯეტიდან მოხდება.

მიუხედავად იმისა, რომ კორონაკრიზისმა კლუბის ბიუჯეტს მსოფლიო კლუბებს შორის ყველაზე დიდი ზიანი მოუტანა და ამ ყველაფერს ბერნაბეუზე რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი 575 მილიონი ევრო დაემატა, მადრიდის „რეალი“ შეჩერებას არ აპირებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე, „ბლანკოსმა“ მხოლოდ შემოსავლები დააფიქსირა და მომდევნო წელს 450 მილიონის დახარჯვის შემთხვევაში ფინანსური Fair Play-ს წესებს არ დაარღვევს.

ამ ეტაპზე ზიდანის უმთავრესი მიზანი კილიან მბაპეს და ედუარდო კამავინგას გამადრიდელება იქნება. კლუბი ასევე დიდ ინტერესს იჩენს ლიონელი უსემ ოუარის მიმართაც, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველბენ.

სამეფო კლუბი ასევე არ ივიწყებს პოგ პოგბას, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ „რეალში“ თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. პოგბა 27 წლის არის და 28 წლის 15 მარტს ხდება, რაც „რეალს“ მომდევნო სეზონში მაინც უტოვებს იმ შანსს, რომ პოლი 5 წლიანი კონტრაქტით შეისყიდოს.

გადაუჭრელ პრობლემად რჩება სერხიო რამოსის შემცვლელის საკითხი. ესპანური გამოცემები ერთხმად იუწყებიან, რომ პერესს რამოსის შემცვლელის მოძიება ყველაზე მეტად გაუჭირდება, ვინაიდან რეალური კანდიდატი ფაქტობრივად არ არსებობს, დე ლიხტთან დაკავშირებით კი ახალი არაფერი ისმის. პირლო ჰოლანდიელი ფეხბურთელის გაშვებას არ გეგმავს.

საუბარია ერლინგ ჰოლანდის გამადრიდელებაზეც, თუმცა აქ სცენარი სხვაგვარია. თუ პერესი 2021-ში ნორვეგიელ ფორვარდს დაიმატებს, 1 წლით კვლავ „დორტმუნდში“ დატოვებს და მადრიდში 2022 წელს იხმობს, როდესაც ბენზემას შეცვლის საჭიროება სერიოზულად დადგება დღის წესრიგში.

როგორც ვხედავთ, 10 თვეში განსახორციელებელ გეგმებს „ბლანკოსი“ უკვე აწყობს.

  • Ramos
  • 10 ოქტომბერი 2020
  • 4 955
  • 8

1

10 ოქტომბერი 2020 12:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მოიცათ ამ წელსაც და შემდეგ წელსაც ბენზემას ანტიფეხბურთს უნდა ვუყუროთ კიდე? კაით რა მეტისმეტია უკვე ეს!! ეგდოს არამაქ პრობლემა ოღონდ სკამზე მოაგდონ და ვინმე გამტანი ფორვარდი მოიყვანონ რომელსაც გოლის უპრობლემოდ გატანა შეეძლება..აფსუს რონალდოს მერე ვინ გვყავს გუნდის “ვითომ”დამრტყმელი ძალაა..იმიტომაცაა ხან 0-0რომ ვთამაშობთ და ხანაც 1-0ვიგებთ მხოლოდ

2

10 ოქტომბერი 2020 13:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 832
ნახ დაცვა მშვენიერი გვყავს. ისკოს თუ გაუშვებენ მოიყვანონ პოგბა მაშინ. კროოს ჩაანაცვლებსავით. დაცვაში კი უეჭველი გვინდა 1 ცენტ მცველი. წინ მბაპე უნდა დაიდოს რაცარუნდა მოხდეს.

3

10 ოქტომბერი 2020 13:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 96
გაატრაკეს საქმე დახარჯავს დახარჯავს და არ ხარჯავს მერე :D როდის უნდა დახარჯოს? 2030-ში?

4

10 ოქტომბერი 2020 14:05

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ყოველწელს ხარჯავს ეგრე მაგრამ აგერ ორი სეზონია არავინ უყიდიათ გაშვებით იცოცხლე...ბენზემა სანამ არ ჩაძაღლდება მანამდე ფორვარდს არ იყიდიან

5

10 ოქტომბერი 2020 14:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 876
თუ ვინმეს ბენზოს ადგილას უნდა მოსვლა მაშინ ქილლერი დაიქირავოს და დაბრიდოს ბენზემა.თორე ეს კონტრაქტის ამოწურვის შემდეგაც დარჩება და ბლატით ითამაშებს
-----------------------
Decimotercero

6

10 ოქტომბერი 2020 15:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 832
საქმე არი ვინგერშიიიიიიიიი, გამტანი ვინგერი გვინდა რომელსაც კაცის მოტყუებაც შეეძლება, ასეთი მბაპეა. მოვა და დალაგდება ყველაფერი.

7

10 ოქტომბერი 2020 16:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: PAQSO
საქმე არი ვინგერშიიიიიიიიი, გამტანი ვინგერი გვინდა რომელსაც კაცის მოტყუებაც შეეძლება, ასეთი მბაპეა. მოვა და დალაგდება ყველაფერი.

მარტო ვინგერი არ გვეყოფა ძმაო, გამტანი მკვლელი ფორვარდი გვინდა და არა ისეთი ერთ თამაშში მინიმუმ სამ 100 პროცენტიან მომენტს რომ ვერ იყენებს, ან 95 წუთზე რომ გავარდება ოთხი ერთზე რომ მიდის კონტრშეტევა და მერე უმაღლეს დონის ფორვარდს აღიარებენ..... და კიდე რამდენი ფანი ყავს ბენზემას ამ საიტზე ვგიჟდები და კიდე რომ სჯერათ მაგის ფორვარდი ის. ამდენი წელია რეალშია და სეზონში პირველად გაიტანა 20 ზე მეტი გოლი და ტიპი ლამის მესის გვერდით დააყენეს. ზიდანის ამოჩემება თორე ინება ზამების კაცია, მაქსიმუმ 20 წუთი უნდა მისცე..

8

10 ოქტომბერი 2020 19:24

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: PAQSO
ნახ დაცვა მშვენიერი გვყავს. ისკოს თუ გაუშვებენ მოიყვანონ პოგბა მაშინ. კროოს ჩაანაცვლებსავით. დაცვაში კი უეჭველი გვინდა 1 ცენტ მცველი. წინ მბაპე უნდა დაიდოს რაცარუნდა მოხდეს.

რად გინდათ ეს პოგბა. იმხელა წონა აქვს დიდხანს ვერ გაქაჩავს და აზარივით ზარალი იქნება.

ციტატა: Guti-MURTO1992
ციტატა: PAQSO
საქმე არი ვინგერშიიიიიიიიი, გამტანი ვინგერი გვინდა რომელსაც კაცის მოტყუებაც შეეძლება, ასეთი მბაპეა. მოვა და დალაგდება ყველაფერი.

მარტო ვინგერი არ გვეყოფა ძმაო, გამტანი მკვლელი ფორვარდი გვინდა და არა ისეთი ერთ თამაშში მინიმუმ სამ 100 პროცენტიან მომენტს რომ ვერ იყენებს, ან 95 წუთზე რომ გავარდება ოთხი ერთზე რომ მიდის კონტრშეტევა და მერე უმაღლეს დონის ფორვარდს აღიარებენ..... და კიდე რამდენი ფანი ყავს ბენზემას ამ საიტზე ვგიჟდები და კიდე რომ სჯერათ მაგის ფორვარდი ის. ამდენი წელია რეალშია და სეზონში პირველად გაიტანა 20 ზე მეტი გოლი და ტიპი ლამის მესის გვერდით დააყენეს. ზიდანის ამოჩემება თორე ინება ზამების კაცია, მაქსიმუმ 20 წუთი უნდა მისცე..

ესენი ჯერ ყიდულობენ და მერე ფიქრობენ თუ რა არის. როგორ არავინ გამოდგა ხეირიანი. მკვლელი გამტანი ვინ მაგალითად? მბაპე გასაგებია და სხვა ვინ?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)