ვალვერდე:„კიდევ ბევრს ვისწავლი და საუკეთესო გავხდები“
ფედერიკო ვალვერდეს აზრით, მისი პროგრესი აშკარაა, თუმცა წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
„მე ვფიქრობ, რომ გაცილებით ძლიერი ვარ, ვიდრე 2 წლის წინ ვიყავი. ახლა დიდი გამოცდილება მივიღე, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ვთამაშობ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადებითად აისახება ჩემს კარიერაზე, თუმცა მსურს, რომ კიდევ ბევრი ვისწავლო და საუკეთესო გავხდე.“
„ვცდილობ, ყველას მოვუსმინო და რჩევები მათგან მივიღო, ვინც ჩემზე მეტი იცის. საბედნიეროდ, „რეალში“ უდიდესი კალიბრის ფეხბურთელები ირიცხებიან, რომელთაგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.“
„ეროვნულ ნაკრებთან ერთადაც დიდი მიზნები გვაქვს. ურუგვაის გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს.“
- 10 ოქტომბერი 2020
- 682
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.