სერხიო რამოსმა ისტორიული რეკორდი დაამყარა!
სერხიო რამოსის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ესპანელმა კაპიტანმა ისტორიული რეკორდი დაამყარა.
ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი წუთი ჰქონდა მოედანზე გატარებული იკერ კასილიასი იყო. „რეალის“ ლეგენდარული მეკარის ანგარიშზე 13 336 წუთი ირიცხებოდა.
პორტუგალიის ნაკრებთან მატჩში სერხიო რამოსმა სწორედ ეს რეკორდი გააუმჯობესა და ის უკვე 13 340 წუთს მოითვლის.
გარდა ამისა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სერხიოს ესპანეთის ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, მის აქტივში 173 მატჩია, სადაც 23 გოლის გატანა მოახერხა და ნაკრების ისტორიის საუკეთესო ბომბარდირებს შორისაც გაერია.
რამოსის დებიუტი ესპანეთის ნაკრებში 2005 წელს შედგა, როდესაც „ფურია როხამ“ ჩინეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა.
- 9 ოქტომბერი 2020
- 4 998
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.