ბენზემა:„ზიდანი განსაკუთრებული ადამიანია, რონალდო კი ჩემი კუმირი“
კარიმ ბენზემამ საინტერესო თემებზე ისაუბრა...
„ზიდანი ისეთივე მწვრთნელია, როგორი ფეხბურთელიც იყო. ის არასდროს ღელავს და მაქსიმალური სიმშვიდით ცდილობს პრობლემების მოგვარებას.“
„ფრანგი ლეგენდა ჩემ ცხოვრებაში დღემდე დიდ როლს თამაშობს. ზიზუს დახმარება ჯერ კიდევ მაშინ ვიგრძენი, როდესაც კოლექტივს კარლო ანჩელოტი წვრთნიდა.“
„მამაჩემი ყოველთვის ბევრი გოლის გატანას მთხოვდა, სწორედ მან მასწავლა თავდაუზოგავი შრომა.“
„„რეალმა“ მნიშვნელოვნად შემცვალა. აქ ჩემოსვლის შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე. უფრო მორცხვი ვიყავი, ახლა კი გაბედული ადამიანი ვარ, რაშიც დიდი წვლილი კრიშტიანო რონალდუმაც შეიტანა, მისგან ბევრი რამ ვისწავლე.“
„„კიჭა“ ჩემი კუმირია, მის თამაშებს ხშირად ვუყურებდი და ბევრ რამეს ვსწავლობდი.“
„დღევანდელ დღეს „ბლანკოსის“ მაისურით ბევრ გოლს მოვითვლი, ეს ყველაფერი თავისით არ მოსულა.“
- 9 ოქტომბერი 2020
- 1 157
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.