"რეალი" იბრძოლებს ესიენისთვის
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს. გუნდში მოვიდა ჟოზე მაურინიო, რომელმაც უკვე წაუყენა მოთხოვნები პრეზიდენტს. პორტუგალიელ სპეციალისტს ძალიან სურს მიკაელ ესიენის "ბლანკოსში" ხილვა.
ჩელსის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ იგი არ აპირებს განელი ნახევარმცველის გაყიდვას, რადგან ის ლონდონური კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხორხე ვალდანო უახლოეს მომავალში გეგმავს ინგლისში ჩაფრენას და ლონდონელ არისტოკრატებთან საუბარს.
განელი ფეხბურთელის ფასი 25-იდან 30 მილიონამდე მერყეობს. ჯერჯერობით სხვა არაფერია ცნობილი, მაგრამ პერესი შეეცდება ჟოზეს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
- 29 მაი 2010
- 1 713
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.