„რეალი“ იჯარით გაშვებულ ფეხბურთელს იანვარშივე დაიბრუნებს
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი აღშფოთებას ვერ მალავენ...
საქმე ეხება „ვილიარეალის“ ქმედებებს, რომელიც სამეფო კლუბის ახალგაზრდა წინახაზელს, ტაკეფუსა კუბოს უკავშირდება.
ზაფხულში იაპონელ მოთამაშეზე დიდი მოთხოვნა იყო. მსურველი კლუბები „ბლანკოსს“ პირდებოდნენ, რომ შეთანხმების შემთხვევაში ტაკეფუსას საკმაოდ დიდ სათამაშო დროს მისცემდნენ.
„ვილიარეალში“ გადასვლის შემდეგ ტაკე მოედანზე ფაქტობრივად არ სჩანს, რაც ზიზუს და პერესის აღშფოთებას იწვევს.
ესპანური გამოცემების ცნობით, „რეალი“ ტაკეს დაბრუნებას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გეგმავს, შემდეგ კი დიდი ალბათობით კვლავ იჯარით გაუშვებს.zidane
- 7 ოქტომბერი 2020
- 6 624
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.