ვინისიუსი:„„ელ კლასიკო“ ქომაგების გარეშე მართლაც წარმოუდგენელია“
ვინისიუს ჟუნიორმა „რეალი“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ მისცა...
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ. ახლა სანაკრებო პაუზაა, თუმცა ჩვენ ყოველდღიურად ვიკრიბებით და მაქსიმალურად ვცდილობთ ფორმაში ვიყოთ.“
„ლა ლიგის ლიდერები ვართ, ყველაფერს გავაკეთებთ სტატუსის შესანარჩუნებლად.“
„„ლევანტესთან“ მართლაც ძალიან ლამაზი გოლი გავიტანე, რადგან ბურთის დასამუშავებლად დრო მქონდა. დიახ, გამარჯვებაში წვლილი შევიტანე, თუმცა მეტი გოლის გატანაც შემეძლო.“
„ბენზემასთან ხშირად ვკონტაქტობ და ბევრს ვუსმენ, მისი გამოცდილება ფასდაუდებელია. მერწმუნეთ, ნამდვილი ფუფუნებაა, როდესაც შენთან ერთად კარიმის დონის მოთამაშე უტევს. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ და გეგმებს ვსხავთ.“
„ზიდანი გენიალური ადამიანი და მწვრთნელია. ფრანგის ყველაზე დიდი თვისება ის არის, რომ შანსს ყველას აძლევს. კოლექტივში არ არსებობს მოთამაშე, რომელსაც შანსი არ მისცემია.“
„18 წლის ვიყავი როდესაც მადრიდში ჩამოვედი. მაშინ ყველაფერი ახალი იყო, სრულიად განსხვავებულ გარემოს შევეგუე და ბევრი რამ ვისწავლე. პირად დონეზე მაქსიმალურად ვცდილობ, საუკეთესო ფორმაში ვიყო. მაქვს სპეციალური დიეტა და ძილის რეჟიმი, რომელსაც ზედმიწევნით ვიცავ. დღეს გაცილებით უკეთესი ვარ, ვიდრე 2 წლის წინ.“
„ბურთის დაკარგვის არასდროს მეშინია. ხშირად ამბობენ, რომ გამბედავი ვარ. ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს. ყოველთვის მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო და მაქსიმუმი შეძლო.“
„„ელ კლასიკო“ ფანების გარეშე მართლაც უცნაური იქნება, მაგრამ დღევანდელი რეალობა სწორედ ეს გახლავთ. შარშანდელმა დაპირისპირებებმა, რომელიც „ბარსელონასთან“ გაიმართა საბოლოოდ ჩემპიონის ბედი გადაწყვიტა, ამიტომ ყურადღება გვმართებს.“
„20 ნომერი ჩემთვის იღბლიანია, სწორედ ამიტომ შევცვალე ჩემი ნომერი. სწორედ ამ ციფრით „ფლამენგოში“ დიდ წარმატებას მივაღწიე.“
- 7 ოქტომბერი 2020
- 1 376
- 13
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.