ლუკა მოდრიჩი:„ახლა უკვე შემიძლია სიმართლე ღიად ვთქვა“
ლუკა მოდრიჩმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლა უკვე შეუძლია სიმართლე ღიად თქვას...
„მე მქონდა მოლაპარაკებები სამეფო კლუბის ხელმძღვანელობასთან, თუმცა პრეზიდენტ პერესს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით არ შევხვედრივარ.“
„საკუთარი აზრი ღიად დავაფიქსირე და სურვილი გამოვთქვი, რომ კონტრაქტი გამეგრძელებინა და კარიერა „რეალში“ დამესრულებინა.“
„მზად ვარ, ნებისმიერ დროს მოვაწერო ხელი ახალ ხელშეკრულებას.“
„ველოდები ახალ შეხვედრას, სადაც ყველაფერი გადაწყვეტილი იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „რეალში“ კარიერის დასრულება ჩემი ოცნებაა.“
„ზიდანს შეუძლია, რომ „რეალის“ ფერგიუსონი გახდეს. ფრანგის შესაძლებლობები ამოუწურავია.“
- 6 ოქტომბერი 2020
- 6 915
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.