ზიდანი:„მასში ახალ რონალდოს და ტიერი ანრის ვხედავ“
ზინედინ ზიდანს ჰყავს ფავორიტი, რომელსაც მადრიდის „რეალი“ აუცილებლად შეიძენს. ფრანგული გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელიც რაიან ჩერკის „ბლანკოსში“ ტრანსფერს უკავშირდება. დიდი ალბათობით წლის ბოლომდე ზეპირი შეთანხმება გაფორმდება, 2021 წელს კი ჩერკი „მერენგების“ მაისურს მოირგებს.
ზიზუმ ფლორენტინო პერესს განუცხადა, რომ რაიანში ძალიან დიდი თვისებები იმალება, რომელიც სულ მალე გამოვა სააშკარაოზე. ზიზუ ჩერკის ახალ რონალდოს და ტიერი ანრის ეძახის.
ახალგაზრდა წინახაზელი არნახულ სისწრაფეს ფლობს, ის ასევე ძალიან ტექნიკური და ტაქტიკურ განსწავლული ფიგურაა.
ჩერკიზე პრეტენზიას „სიტი“ და „ლივერპულიც“ აცხადებდნენ, ასპარეზზე გამოსულია იტალიური „მილანიც“.
- 5 ოქტომბერი 2020
- 3 550
- 21