ძალიან სასიხარულო ინფორმაცია მადრიდის „რეალში“
მადრიდის „რეალში“ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო.
ლუკა მოდრიჩი „ბლანკოსთან“ კონტრაქტს 1 წლით გაახანგრძლივებს და კლუბში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.
მიუხედავად იმისა, რომ ხორვატი 35 წლის არის, ის შესანიშნავად ასპარეზობს და კოლექტივისთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს.
თუ ნახევარმცველი გუნდში ახალი კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით დარჩება, ის იმ პერიოდში 36 წლის და 10 თვის იქნება.
- 5 ოქტომბერი 2020
- 3 356
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.