ლა ლიგა 2 კვირიან პაუზას აიღებს, შემდეგ კი „რეალს“ რთული კალენდარი აქვს

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში გამოიძახეს. ლა ლიგა 2 კვირიან პაუზას აიღებს და 17 ოქტომბერს დაბრუნდება, რის შემდეგაც ზინედინ ზიდანის გუნდს საკმაოდ რთული კალენდარი აქვს.

17 ან 18 ოქტომბერს „მერენგების“ მეტოქე დებიუტანტი „კადისი“ იქნება. 21-ში „ბლანკოსი“ ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვება და „შახტარის“ დამარცხებას შეეცდება.

24 ან 25 ოქტომბერს „ელ კლასიკო“ შედგება, ხოლო 27-ში „ბლანკოსი“ გერმანიაში გაფრინდება და ადგილობრივ „გლადბახთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურს ითამაშებს.

ოქტომბრის ბოლოს, კერძოდ 31-ში კვლავ ლა ლიგაზე გადაერთვება და საშინაო არენაზე „უესკას“ მიიღებს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს,რომ ამ მატჩით ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი და შესაძლოა დაპირისპირება პირველ ნოემბერსაც შედგეს.

როგორც ხედავთ სანაკრებო პაუზის შემდეგ „ბლანკოსს“ 14 დღის მანძილზე 5 მატჩის ჩატარება მოუწევს.

  • Bernabeu
  • 4 ოქტომბერი 2020
  • 1 193
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)